გონსალო იგუაინმა გაიტანა თავისი პირველი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე
გონსალო იგუაინი მოედნიდან კმაყოფილი სახით გავიდა. ის "რეალში" 2.5 წლის გადავიდა, მაგრამ ვერ შეძლო გოლის გატანა ჩემპიონთა ლიგაზე. "ციურიხთან" მატჩში მას მიეცა საშუალება ეთამაშა სასტარტო შემადგენლობაში. მან ეს შანსი გამოიყენა და გაიტანა პირველი გოლი.
"პიპიტამ" გასულ სეზონში გაიტანა 23 გოლი. აქედან 22 გაიტანა ლა ლიგაში, ხოლო 1 ესპანეთის თასზე. ის იყო გასულ სეზონში "რეალის" მნიშვნელოვანი ფიგურა, რადგან მის გოლებს საჭირო ქულები მოჰქონდა "სამეფო კლუბისთვის". გონსალო მაინც ვერ ახერხებდა გაეტანა ჩემპიონთა ლიგაზე.
ასე, რომ იგუაინმა მოახერხა და ევროპის პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზეც გაიტანა გოლი. მას შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა რაულმა. იგუაინმა კიდევ ერთხელ აჩვენა მარადონას, რომ ღირსია ითამაშოს არგენტინის ნაკრებში და მისი იგნორირება უსამართლოა.
გონსალო იგუაინი: თავის ირგვლივ
იგუაინმა მიიღო ბურთი კარიდან 25 მეტრში. მას იჭერდნენ მეტოქე გუნდის მცველები, მაგრამ გონსალოს სისწრაფის და ფიზიკურობის წინაშე უძლურნი აღმოჩნდნენ. მან მცველს გაუძვრინა ბურთი, გავიდა მეკარესთან პირისპირ და გაუტანა ლამაზი გოლი. ანგარიში გახდა 0:3 და გუნდები შესვენებაზე გავიდნენ.
ჩილელმა მწვრთნელმა "პიპიტა" ათამაშა წლევანდელი სეზონის ყველა ოფიციალურ შეხვედრაში და გონსალომ უკვე მეორეჯერ შეძლო დაეწყო მატჩი სასტარტო შემადგენლობაში. ეს გოლი გახდა 36–ე იგუაინისთვის "რეალის" ოფიციალურ შეხვედრებში. გოლამდე "პიპიტამ" საგოლე პასი გაუკეთა გუნდის კაპიტან რაულს. თუ ეს გოლი არგენტინელი ფორვარდისთვის პირველი გახდა ჩემპიონთა ლიგაზე, რაულმა თავისი 65–ე გოლი გაიტანა ევროპის პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე და ლიდერობს საუკეთესო ბომბარდირთა კლასიფიკაციას. მეორე ადგილზე ასევე "რეალის" ფეხბურთელი რუუდ ვან ნისტელროია. მას 56 გოლი აქვს გატანილი.
- 16 სექტემბერი 2009
- 1 610
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.