მოურინიოს პრესკონფერენცია
ჟოზე მოურინიომ თავის მომავალსა და "ვალენსიასთან" გასამართ მატჩზე ისაუბრა.
"ბედნიერი ვარ, რადგან ყოველდღიურად ჩვენი სამუშაო უმჯობესდება და ჩვენი გუნდი სწორ გზას ადგას. მე ყოველთვის მშვიდად ვარ და არასოდეს ვკარგავ ამბიციებს. ყოველ დღე ვგრძნობ, უკეთეს მუშაობას გუნდის მხრიდან. ყველა ინფორმაცია, რაც მოდის იტალიიდან არის სიცრუე. მე "რეალში" მსურს მშვიდად ჩემი სამწვრთნელო კარიერის გაგრძელება. ჩემი გუნდები ყოველთვის ძალიან კარგად გამოიყურებიან მეორე სეზონის დროს და მე ვიმუშავებ ძალიან ბევრს, რომ კვლავ ესე მოხდეს. დარწმუნებული ვარ, მადრიდის "რეალი" შემდეგ სეზონში გაცილებით უკეთესი გუნდი იქნება."
"გყავდეს გუნდში დაშავებული ფეხბურთელი, არის ყოველთვის რთული. ძალიან ვწუხვართ, ხედირას ტრავმის გამო, მაგრამ იმის თქმა, რომ ხედირა მთელ სეზონს გამოტოვებს, არის აბსურდი. ის ვერ შეძლებს მომავალ ორ მატჩში მონაწილეობის მიღებას, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე დაბრუნდება."
"ლასმა წინა მატჩი გამოტოვა, გრანერომ კი 20 წუთი ითამაშა და თანაც ძალიან კარგად. გრანერო მუდამ კარგად თამაშობს. როგორც ვთქვი, ვწუხვართ ხედირას გამო, მაგრამ ჩვენი გუნდს ყავს მისი შემცვლელი."
"ბარსელონა" ფანტასტიკური გუნდია, მაგრამ ისინი არ არიან ევროპის ჩემპიონები. ისინი ესპანეთის ჩემპიონები არიან და კვლავ აქვთ შანსი ამ ტიტულის მოგებისა. მარტო იმიტომ, რომ მათ წააგეს წინა თამაში მადრიდის "რეალთან" არ ნიშნავს, რომ "ბარსელონა" ცუდი გუნდია. ბევრჯერ ვყოფილვარ მსგავს სიტუაციაში და ვიცი, რომ სიმშვიდის შენარჩუნებაა საჭირო. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი თასი მოვიგეთ წინა თამაშში. ყველაზე მეტად მახსენდება გზა, რომელიც ჩვენმა გუნდმა ფინალამდე გაიარა. ჩვენ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი თამაშის მოგება მოვახერხეთ. მოვუგეთ: "ლევანტეს," "ატლეტიკოს," და ჩემპიონ "სევილიას." ასევე დამამახსოვრდება თბილი გულში ჩაკვრა პრეზიდენტისგან."
წყარო: Www.Realmadrid.Com
- 22 აპრილი 2011
- 3 158
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.