ლასი გუნდს უბრუნდება
"კასტილიას" ხუანფრანმა და ნაჩო ფერნანდესმა მიიღეს ბოლო ვარჯიშში მონაწილეობა ვალენსიაში გამგზავრებამდე
მადრიდის "რეალმა" პარასკევს ნაშუადღევს დაასრულა მზადება "ვალენსიისთვის". ის იმ ქალაქში დაბრუნდება სადაც ორი დღის წინ სამეფო თასი მოიგო. ოცდასამმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა ვარჯიშში ლასის და "კასტილიას" ხუანფრანისა და ნაჩო ფერნანდესის ჩათვლით. ხედირა, გაგო და დი მარია კი არ გამოჩენილან ვარჯიშზე.
ოთხშაბათის თასის ფინალის რვა ძირითადმა ფეხბურთელმა არბელოამ, კარვალიომ, რამოსმა, მარსელომ, ხაბი ალონსომ, პეპემ, კრისტიანო რონალდომ და ოზილმა მსუბუქი გამახურებელი ვარჯიშები ჩაატარეს და ირბინეს რუი ფარიას ბრძანებების ქვეშ. ადებაიორი კი ვარჯიშობდა ფიტნესის ექსპერტ კარლოს ლალინთან ერთად.
დანარჩენმა 14-მა ფეხბურთელმა, ლასის და "კასტილიას" ხუანფრანისა და ნაჩო ფერნანდესის ჩათვლით, გაჭიმვებისა და ფიზიკური ვარჯიშების შემდეგ ითამაშეს პრაქტიკული მატჩი.
კასილიასი, დუდეკი და ადანი მუშაობდნენ მეკარეების მწვრთნელ სილვინო ლოუროსთან ერთად. გაგო, ხედირა და დი მარია კი არ იმყოფებოდნენ "რეალ მადრიდ სიტის" მინდორზე.
წყარო: realmadrid.com
- 22 აპრილი 2011
- 2 234
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.