მადლობა ქომაგებს
თასის მოგება შეუძლებელი იქნებოდა თქვენი მხარდაჭერის გარეშე
23:00-ს ოდნავ იყო გადაცილებული როდესაც უნდიანო მალენკომ ბოლოჯერ ჩასტვინა და მადრიდის "რეალი" გახდა სამეფო თასის გამარჯვებული. ტიტული არის, გამორჩეული ქომაგთა ბაზის დამსახურება. Realmadrid.com-ზე ვალენსიადან, მადრიდიდან და მსოფლიოს ყველა კუთხიდან გამოგზავნილი შეტყობინებების წყალობით იგრძნო გუნდმა მადრიდისტების მხარდაჭერა.
მადრიდის "რეალმა" თავიდანვე იცოდა, რომ არ იქნებოდა მარტო, რადგან მათ ვალენსიის აეროპორტში 1,500 ქომაგი დახვდა. გულშემატკივრები მთელ ქალაქში დაყვებოდნენ გუნდს მატჩის დღეს; ქომაგთა ბაზიდან გუნდის სასტუმრომდე, რომელიც "მესტალიაზე" იყო. 2,500-მა მადრიდისტამ კი მხარდაჭერა Realmadrid.com-ის წყალობით გამოხატა.
იმ მხარდაჭერამ, რომელიც მიმდინარეობდა მთელი დღის განმავლობაში, კარგად იმოქმედა მატჩზე. მათ ეცვათ მაისურები, რომლებზეც მადრიდისტას სიმბოლოები იყო გამოხატული და ეჭირათ უდიდესი ბანერები წარწერით "Hasta el final, vamos Real" (ბოლომდე, "რეალ"). ზუსტად ეს ქომაგები გახდნენ მოწმენი სენსაციური მატჩისა, რომელიც მოიგო კრისტიანო რონალდომ დამატებით დროში. თასი მადრიდში ბრუნდებოდა, და მას მასიური წვეულება ელოდა "სიბელესზე".
გმირებთან ერთად გამარჯვებას აღნიშნავდა 150,000 გულშემატკივარი. მხარდამჭერები ოთხი საათი ელოდნენ კასილიასს, რათა მას მოეფარდაგებინა თავიანთი ქალღმერთი მადრიდის "რეალის" ყელსახვევითა და დროშით. არავითარი იცნიდენტი არ მომხდარა, რადგანაც ცივილური და სადღესასწაულო ატმოსფერო სუფევდა.
წყარო: realmadrid.com
- 22 აპრილი 2011
- 2 686
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.