ალბიოლის ინტერვიუ Bwin.Com-თან
რაულ ალბიოლის ინტერვიუ, მადრიდის "რეალის" სპონსორ, bwin-თან.
"იმედი მაქვს, რომ გუნდი მოგებების სერიას არ შეწყვეტს. მომავალ მატჩში ჩვენ ავიღებთ 3 ქულას, რადგან არ გვსურს, რომ ლა ლიგის ბედი ასე მალე გადაწყდეს. ვგეგმავთ, "ვალენსიასთან" კარგ თამაშს და მათ დამარცხებას, თუმცა ეს ყველაფერი რთული იქნება."
"ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუკი ჩვენი გუნდი გაიტანს პირველ გოლს. მათ სტადიონზე თამაში ყოველთვის რთულია, თუმცა ჩვენ სწრაფი და ნიჭიერი შემტევი ფეხბურთელები გვყავს. თუკი ჩვენ პირველნი ვიქნებით, ვინც გოლს გაიტანს, მაშინ მატჩის სასურველ შედეგამდე მიყვანა არ გაგვიჭირდება. მაგრამ დავამატებ, რომ მატჩი 90 წუთი გრძელდება და ყველაფერი შეიძლება მოხდეს."
"ვალენსია" ძლიერ გუნდებთან ყოველთვის კარგად თამაშობს. ისინი ძალიან მოტივირებულები გამოვლენ და არ არის გამორიცხული, რომ უამრავი გოლი გავიდეს. "ვალენსია" შესანიშნავი გუნდია და ამაზე მხოლოდ ის ფაქტი მეტყველებს, რომ ცხრილის მე-3 პოზიციაზე, სწორედ ისინი იმყოფებიან. ასევე, მათ მოიგეს ბოლო 3 მატჩი. კარგად თამაში გვმართებს, თუკი ჩვენ "მესტალიიდან" 3 ქულის წამოღება გვსურს. ასევე, უნდა მოვიგოთ იმიტომ, რომ კვლავ გვქონდეს ჩემპიონობის შანსი."
"სოლდადოს და მატას მაქსიმალურად უნდა მიექცეს ყურადღება, რადგან ორივეს ძალიან კარგი გოლის გატანის ალღო აქვს. საუკეთესო საშუალება, რათა შევაჩეროთ ისინი, იქნება დაცვაში კარგი თამაში, გუნდის უკლებლივ ყველა ფეხბურთელის მხრიდან."
"ჩემი როლი არის ის, რომ ვიყო ყოველთვის სასარგებლო მწვრთნელისათვის. ბოლო ძალიან რთული 1 თვე გველის წინ და ტიტულების მოგება დამოკიდებული იქნება თითოეულ მატჩზე, რომლის გამართვაც მომავალში მოგვიწევს. მე მჭირდება, რომ ვიყო საუკეთესო ფორმაში, რათა შევძლო გუნდის დახმარება."
წყარო: Www.Realmadrid.Com
- 22 აპრილი 2011
- 2 274
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.