პუიოლი შესაძლებელია მადრიდშიც არ იყოს
დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლებელია, რომ კატალონიელთა კაპიტანმა კარლეს პუიოლმა გამოტოვოს შეხვედრა, სადაც "ბარსელონა" მადრიდში "რეალს" დაუპირისპირდება.
როგორც ესპანური მედია იუწყება, კარლეს პუიოლი კვლავინდებურად ინდივიდუალურად ვარჯიშობს, რის გამოც სავარაუდოდ ესპანელი "ოსასუნასთან" შეხვედრაში არ იქნება, თუმცა აქვე გეტყვით, რომ იმ შემთხვევაში, თუ კატალონიელს გაურთულდება ტრავმა, მაშინ მან "ლოს ბლანკოსთანაც" შესაძლებელია ვერ ითამაშოს, რაც "ლურჯ–წითლებისთვის" დიდი დანაკლისი იქნება. შეგახსენებთ, რომ "ბლაგუნარას" რიგებიდან ტრავმირებულები არიან ბოიან კრიკიჩი, ერიკ აბიდალი და ადრიანო.
ინფორმაციის წყარო: As.com
- 22 აპრილი 2011
- 2 918
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.