მოურინიო თასების რეკორდსმენია
ჟოზე მოურინიომ უკვე ოთხ ქვეყანაში (ესპანეთში, ინგლისში, იტალიაში და პორტუგალიაში) მოახერხა ქვეყნის თასების მოგება, რაც რეკორდული მაჩვენებელია. პორტუგალიელ სპეციალიტს ყველგან მოუპოვებია აღნიშნული ტიტული, სადაც მონაწილეობა მიუღია...
მადრიდის ”რეალის” ამჟამინდელმა დამრიგებელმა, მისი პირველი სათასო ტიტული 2002/03 წლებში მოიპოვა, როდესაც იგი ”პორტოს” წვრთნიდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ 2004 წელს ”განსაკუთრებული” ”ბენფიკასთან” დამარცხდა. შემდეგ დადგა ლონდონის ”ჩელსის” ჯერიც, სადაც ჟოზემ, 2006/07 წლებში მოახერხა ინგლისის თასის დაუფლება, ხოლო გასულ სეზონში კი მან ”ინტერთან” ერთად იტალიის თასიც მოიგო. ახლა კი ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ ”ბარსელონას” დამარცხებით, მოურინიომ კოპა დელ რეიც მიითვალა საკუთარ აქტივში.
არცერთ სხვა მწვრთნელს არ მოუგია 4 ქვეყნის თასი. აქამდე, ჟოზესთან ერთად ლიდერობდნენ, ლუის ვან გაალი (ჰოლანდია, ესპანეთი, გერმანია), სერ ბობი რობსონი (ინგლისი, პორტუგალია, ესპანეთი). ისეთი რანგის მწვრთბელებს, როგორებიც, სერ ალექსი და ტრაპატონი გახლავთ, მხოლოდ ორი სხვადასხვა ქვეყნის თასი აქვთ მოგებული.
მადრიდის ”რეალის” ყოფილი მწვრთნელებისგან კი ყველაზე ტიტულოვანები თასებში იყვნენ ბოსკოვი და ტოშაკი, რომლებსაც სამ სხვადასხვა გუნდთან ერთად ჰქონდათ მოგებული თასი.
წყარო:realmadrid.com
- 22 აპრილი 2011
- 2 575
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.