ჩემი გული "სიბელესზეა"
მადრიდის "რეალის" ცოცხალი ლეგენდა მადრიდელთა წარმატებას გამოეხმაურა...
რაულ გონსალეს ბლანკო გამოეხმაურა მისი ყოფილი კლუბის წარმატებას. ეს სწორედ ის ადამიანია რომელმაც თავისი ცხოვრების ნახევარზე მეტი სამეფო კლუბს შესწირა. ის ამჟამად "შალკეს" რიგებში გამოდის და საკმაოდ წარმატებითაც. მეტიც იმის შანსიც კი არის, რომ რაული სამეფო კლუბის წინააღმდეგ წარსდგეს ფინალში, რაღათქმა უნდა თუ "რეალიცა" და "შელკეც" გავლენ ფინალში. თუმცა ამას დრო გვიჩვენებს ახალი კი ბლანკო მადრიდის "რეალზე" საუბრობს.
"მე ბედნიერი ვარ რადგანაც მადრიდელებმა შეძლეს და ურთულესი ბარიერი გადახალეს, ამ ტიტულის მოგება ჩემი ერთ-ერთი ოცნება გახლდათ. ეს ძალზედ სპეციფიური და მნიშვნელოვანი ტიტულია რომელიც მუდამ მადრიდში უნდა სუფევდეს. მე გაოცებული დავრჩი მადრიდელთა ბურთაობით რადგანაც ასეთი მებრძოლი "რეალი" კარგა ხანია არავის აღარ ახსოვს. მე ვულოცავ ყველა მადრიდელს ამ წარმატებას და საშუალება, რომ მქონდეს ნამდვილად ვიზეიმებდი სიბელსეზე ხალხთან ერთად." - განაცხადა რაულმა.
- 21 აპრილი 2011
- 3 800
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.