ემერი:"მესამე ადგილი მისაღებია"
"ვალენსიის" მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ "რეალთან" გასამართ მატჩზე ისაუბრა, სადაც მან განაცხადა, რომ "ლოს ბლანკოსის" შეჩერბა მეტად რთულია ამოცანაა.
"წინ გველის მეტად რთული შეხვედრა, რომელშიდაც საკუთარ არენაზე "რეალს" დავუპირსპირდებით. ჟოზე მოურინიომ არაერთხელ დაამტკიცა, რომ მისი გუნდი მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესოა და სწორედ ამიტომ, მათი შეჩერება დიდ სიძნელეებთანაა დაკავშირებული. ცხადია მოედანზე მხოლოდ და მხოლოდ სამი ქულის ასაღებად გავალთ. ჩვენ ვიმყოფებით "პრიმერა დივიზიონის" მესამე ადგილზე, რაც სავსებით მისაღებია, ხოლო უახლოეს მდევარს (ვილიარეალი) 6 ქულით ვუსწრებთ, რის გამოც თავს მშვიდად ვგრძნობ".
ინფორმაციის წყარო: As.com
- 21 აპრილი 2011
- 2 221
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.