ბარსელონა 0-1 რეალი
როგორც მოგეხსენებათ გუშინ რეალმა ბარსელონა 0-1 დაამარცხა, რონალდოს მიერ დამატებით დროში გატანილი გოლით და გაახარა ყველა მადრიდისტა, მათ შორის მეც. ახლა კი მინდა შევაჯამო მატჩი, ოღონდ არა ემოციურად, არამედ ობიექტურად.
გუშინდელ შეხვედრაში უნაკლო იყო მადრიდის რეალის დაცვა... თითქმის, როდესაც პედრომ გოლი გაიტანა, საბედნიეროდ იგი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა და ბურთი არ ჩათვლილა. მიუხედავად ამისა რალის დაცვას ვერ გავაკრიტიკებთ, რადგან გასაქანი არ მისცეს ბარსელონას მრისხანე შემტევ ტრიოს. პეპეს კვლავ ერთ-ერთი საუკეთესო იყო რეალის შემადგენლობაში და შესანიშნავად შეასრულა მოურინიოს დავალება. საყრდენი ნახევარმცველების გაკრიტიკების უფლებაც არ გვაქვს, რადგან ჩრდილში მოაქციეს ე.წ. "ხავიესტა".
ჩემი მოურინიოს პირველი შეცდომა იყო რონალდოს ცენტრ ფორვარდად გამწესება, რადგან პორტუგალიელი ფლანგზე უფრო ეფექტურად და რაც მთვარია შედეგიანად თამაშობს, ადებაიორის გამოსვლის შემდეგ კრიშტიანოს ხელ ფეხი უფრო გაეხსნა და თავის პოზიციაზე დაბრუნდა, საიდანაც უფრო მეტი პრობლემა შეუქმნა ბარსელონას და საბოლოოდ გოლის გატანაც მოახერხა.
ისევ მესუთ ოზილი... ძალიან მომწონს ეს ფეხბურთელი, მაგრამ სერიოზულ შეხვედრებში ვერ იხსნება ბოლომდე, მადრიდული კლასიკო მეტ-ნაკლებად კარგად ჩაატარა, თუმცა გუშინდელ შეხვედრაში ბევრი შეცდომა დაუშვა, როდესაც ბურთს იღებდა ხშირად იბნეოდა და ამის გამო ბურთს კარგავდა, რაც ბარსელონას შეტევების განვითარების საშუალებას აძლევდა, ერთ მომენტში მან რონალდოს შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა, თუმცა საერთო ჯამში მის გამოსვლას დადებითდ ვერ შევაფასებდი. არ ვღალატობ ჩემს მოსაზრებას, ვგონებ კაკას ძირითადში გამწესება უკეთესი იქნებოდა, მიუხედავად იმისა რომ არ არის კარგ ფორმაში, თავისი გამოცდილების ხარჯზე ოზილზე მეტად მოაბავდა თავს შეტევების ორგანიზებას.
კიდევ ერთი რამ რაც არ მომეწონა გუშინ, იყო უხეშობის ზღვარზე თამაში, მართალია ბარსელონასთან ხისტი სტრატეგია უნდა აირჩიოს რეალმა მოგება თუ სურს, მაგრამ ამ გადაწყვეტილების გამო ბოლო 2 თამაში სამეფო კლუბმა 10 კაცით დაასრი;ა, წინა კლასიკოებში კატალონიელებმა ვერ მოახერხეს ამ "საჩუქრის" გამოყენება, თუმცა არამგონია შემდეგში ვინმეს ასეთი შეცდომა აპატიონ.
კიდევ ერთი მინუსი რაც გუშინ დავინახე იყო დი მარიასაგან და რონალდოსაგან ბურთის ზედმეტი "თრევა", ხშირად უფრო პრაგმატულად იყო შესაძლებელი თამაშის გაგრძელება, თუმცა ისინი მაინც მცველებს შორის გაძრომას ლამობდნენ. ხოლო რაც შეეხება ადებაიორს... წარმოდგენა არ მაქვს როგორ შეიძლება გამოიყვანო იგი, როდესაც სათადარიგოთა სკამზე იგუაინი, ბენზემა და კაკა სხედან?
მიუხედავად ყველაფრისა გამარჯვება მადრიდის რეალს დარჩა და იმედი ვიქონიოთ, რომ განსაკუთრებული თეთრებს ჩემპიონთა ლიგის ფინალამდეც მიიყვანს! ჰალა მადრიდ!
- 21 აპრილი 2011
- 2 972
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.