კაკა ურთულეს სიტუაციაშია...

კაკა ურთულეს სიტუაციაშია...


მე როგორც საფეხბურთო ჟურნალისტი, შევეცდები მიმოვიხილო რიკარდო კაკას ამჟამინდელი სიტუაცია...

აღსანიშნავი ფაქტია, რომ კაკა რეალის მაისურით წარმატებულად ვერ თამაშობს. უკვე მერე სეზონი გადის, ბრაზილიალს კი ჯერაც არ უთქვამს ღირსეული სიტყვა თეთრი მაისურით. ამის მიზეზად სახელდება ერთი გამოკვეთილი მიზეზი - ტრავმები. კაკას მართლაც თან დაყვება ბოლო წლებია მძიმე ტრავმები, მაგრამ არ შეიძლება მხოლოდ ტრავმებზე ამ ყველაფრის დაბრალება...

კაკა ურთულეს სიტუაციაშია...


პრობლემა პირველი: მანუელ პელეგრინი

კაკა გუნდში პელეგრინისთან ერთად მოვიდა. სეზონის დასაწყისში, თითქოს ყველაფერი კარგად იყო, კაკა ნელ-ნელა შედიოდა ფორმაში, თუმცა შემდეგ იყო ტრავმა. გამოჯანმრთელებული კაკა დაბრუნდა, თუმცა ისევ დასუსტებული. ჩემპიონთა ლიგის მერვედ ფინალში კი, როცა პელეგრინიმ კაკა ლიონთან შეცვალა, კრისწინამ, კაკას ცოლმა, ბილწი სიტყვებით მოიხსენია ჩილელი მწვრთნელი, ამის შემდეგ 2 მატჩის განმავლობაში, კაკა განაცხადშიც არ შეიყვანა, სეზონის ბოლოს კი პელეგრინი გაუშვეს გუნდიდან. ეს იყო პირველი უფროფსიქოლოგიური პრობლემა.

კაკა ურთულეს სიტუაციაშია...


პრობლემა მეორე: მუხლის ოპერაცია

ბრაზილიელის ტრავმა, როგორც მადრიდის ექიმები აცხადებენ, წლეების წინ არსებობდა. ამის შესახებ მილანმა იცოდა, და სწორედ ამიტომ მოიშორა ბრაზილიელიო, აცხადებდა ხორხე ვალდანო, საპირისპიროს კი გალიანი ამბობდა. საბოლოო ჯამში ეს ფაქტი იმით დასრულდა რომ კაკამ ოპერაცია გაიკეთა, და სეზონის ნახევარი გამოტოვა.

კაკა: ოპერაციამდე აშკარა იყო, რომ თავს კარგად ვერ ვგრძნობდი, ვარჯიშებს ისე ხალისიანად ვეღარ ვატარებდი, როგორც ეს ხდებოდა ადრე. სამწუხაროა, რომ მომიწია ოპერაციის გაკეთება, იმედი მაქვს ჩვეულ ფორმას დავუბრუნდები და რეალს ტიტულების მოგებაში დავეხმარები.“

კაკა ურთულეს სიტუაციაშია...


პრობლემა მესამე: იოზილი და დი მარია.

ერთად აღებული, თურქიც და არგენტინელიც, რომ ვერ ჯობია ბრაზილიელს, ამას ნებისმიერი საფეხბურთო სპეციალისტი დაადასტურებს, მაგრამ მადრიდის რეალში, თამაში კაკას არ გამოსდის, მარიზილის კი საკმაოდ კარგად.

კაკა ურთულეს სიტუაციაშია...


პრობლემა მეოთხე: ჟოზე მოურინიო

ჟოზე მოურინიოს რომ გულით სურდეს კაკას დაბრუნება ამას გააკეთებდა. გავიხსენოთ მატჩები, სადაც შეეძლო მოურინიოს კაკას ძირითადში დაყენება. კაკა უკვე იმ ფიზიკურ მომზადებაშია, რომ თავისუფლად შეუძლია, არა 90, არამედ 120 წუთის თამაშიც კი. ტოტენჰემთან, სადაც გუნდი ფაქტობრივად გასული იყო, მაინც გარისკა და ყვითლიანი რონალდო დააყენა, კაკა კი არა, შეიყვანა მოედანზე, როცა გუნდი იგებდა და ყველა მადრიდელი ფეხბურთელი უმოტივაციოდ. კლასიკო - თავისუფლათ შეიძლებოდა კაკას დაყენება, ან თუნდაც მეორე ტაიმიდან ჩართვა მისი თამაშში, იმის გათვალისწინებით რომ დი მარია ვერ თამაშობდა. კოპა დელ რეის ფინალი - უკომენტაროდ. კაკა უფრო დაიღალა ვიდრე მოედანზე მყოფი ფეხბურთელები. ( უაზრო მოთელვით და გახურებით ) ეს შეურაწყოფაა...

პრობლემების მოგვარება: ???

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სტატია არის ჩემი მოსაზრება, როგორც ჟურნალისტის, შეიძლება ბევრმა არც დამეთანხმოთ, მაგრამ ჟურნალისტიკა ასეთია...

By - ირაკლი ქათამაძე

  • kaka-ika
  • 21 აპრილი 2011
  • 4 149
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)