"სიბელესზე” 150 000 ადამიანი შეიკრიბა
ვერც წვიმამ და ვერც ქარიანმა ამინდმა ვერ შეუშალა ნამდვილ მადრიდისტებს ხელი იმისთვის, რომ ისინი გუნდთან ერთად ყოფილიყვნენ მთელი ღამე და მათთან ერთად გაენაწილებინათ ის უდიდესი ბედნიერი წუთები, რომლებიც მადრიდის ”რეალმა” ჟოზე მოურინიოს დიდი დახმარებით აჩუქა მათ...
მოკლედ, როდესაც უნდიანო მალენკომ საფინალო სასტვენი მისცა, მადრიდიდან, გულშემატკივრებმა დაიწყეს ”სიბელესზე” მისვლა. ისინი შემოსილნი იყვნენ სამეფო კლუბის დროშებში და მღეროდნენ: "campeones campeones ole ole oleee".
ასევე უდიდესი ბედნიერება და საზეიმო ატმოსფერო სუფევდა მადრიდის ”სიტი ჰოლში”, სადაც გუნდის ქომაგები ნაადრევად მისულან და მხურვალედ გულშემატკივრობდნენ საყვარელ გუნდს. მათ სიხარულს საძღვარი არ ჰქონდა თამაშის დასრულების შემდეგ.
ყველაფერი დასრულდა დილის 5-ის 17 წუთზე, როდესაც ფეხბურთელებმა გულიანად იზეიმეს და იხარეს, დრო დადგა იკერ კასილასის ნომერისა, რომელიც ქალღმერთთან უნდა მისულიყო. ”წმინდა” იკერმა აიტანა საკუთარი გუნდის ემბლემა და შემოახვია ის ”სიბელესის” ქალღმერთს. ეს ყველაფერი ხდებოდა სიმღერის ”we are the champions"-ის ფონზე. ამის შემდეგ მარსელომ და კრიშტიანომ უკვე ბოლოჯერ აიყოლიეს ინჩადა და მხურვალე აპლოდისმენტებით ეგებებოდნენ მათ.
- 21 აპრილი 2011
- 2 494
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.