მოურინიო: ”ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებითა და ქომაგებით”
ჟოზე მოურინიომ, მადრიდის ”რეალის” მწვრთნელის რანგში პირველი ტიტული მოიპოვა.”განსაკუთრებულმა” ”კოპა დელ რეის” ფინალში ”ბარსელონა” დაამარცხა (პრინციპში ეგ რა მოგებაა, კატალონიელები ბურთის ფლობაში გვჯაბნიდენ .ავტ)
”ვფიქრობ, ხალხი დიდებული დაპირისპირების მომსწრე გახდა.შეხვედრის პირველ ნახევარში ”რეალი” დომინირებდა მოედანზე, ხოლო მეორე ტაიმში კი ”ბარსა.”არ შეიძლება არ აღინიშნოს, კასილასი გარჯა.
ჩემმა ბიჭებმა, მატჩის მსვლელობისას რამდენიმე შეცდომა დაუშვეს, მაგრამ საბედნიეროდ, ამას სავალალო შედეგი არ მოჰყოლია.ფეხბურთელები ძალზედ მოტივირებულნი იყვნენ, რაც კარგად ჩანდა.
ვგონებ, ექსტრა ტაიმის დროს, ჩვენმა თამაშმა კატალონიელები ფსიქოლოგიურად დაღალა.გოლის გატანის შემდეგ, ისინი უძლურნი იყვნენ.”
”რა თქმა უნდა, კარგი გრძნობაა, როდესაც ტიტულს იგებ.რამდენიმე დღის წინ ერთმა ”ტიტულების მწვრთნელი” მიწოდა.არ დაგიმალავთ და ძალიან მომწოს ეს ზედმეტსახელი.ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით, ქომაგებითა და იმ ხალხით, რომლებიც ჩემს ირგვლივ არიან.ეს ჩემი მეოთხე ქვეყნის თასია.”
”ჩემპიონთა ლიგის თამაშებს არაფერი ექნება საერთო განვლილ შეხვედრასთან.ევროპული სარბიელი სხვა ტურნირია, სადაც სხვანაირი ატმოსფერო სუფევს.წინასწარ ვერაფერს გეტყვით, რამეთუ ყველაფერი შესაძლებელია.”
”აქ ტიტულების მოსაგებად ვარ მოსული.საკმაოდ დაღლილი ვარ, მაგრამ უაღრესად გახარებული.გაზეთები წერდნენ, რომ 6 ფორვარდით უნდა გვეთამაშა, მაგრამ ჩვენ ისე გავაგორეთ ბურთი, როგორც გვჩვევია.”ბარსელონა” დიადი გუნდია, მაგრამ დღეს ”ბლანკოსი” უკეთესად გამოიყურებოდა.”
- 21 აპრილი 2011
- 3 109
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.