კასილასი: ”გამარჯვება ქომაგებს ეძღვნებათ”

სამეფო თასის ფინალში, ”ბარსელონას” ძლევის შემდეგ, მადრიდისტები უზომოდ გახარებულნი არიან.გთავაზობთ, კასილასი, რამოსისა და ალონსოს კომენტარებს:

კასილასი: ”ორი წლის განმავლობაში ჩრდილში ვიყავით, მაგრამ მოვინდომეთ, ბევრი ვიმუშავეთ და დავამტკიცეთ ჩვენი შესაძლებლობები.მადლობას ვუხდი ყველას, ვინც სტადიონზე მოვიდა ”რეალის” მხარდასაჭერად და ვინც ტელევიზორებიდან გვქომაგობდა.სამეფო თასი გუნდისათვის მორიგი ტიტულია.მოურინიო ფენომენია.”

რამოსი: ”მადრიდისტების მხარდაჭერა ფუნდამენტალური და სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო.თასის ფინალში ასეთი გუნდის დამარცხება, ფანტასტიურია.მოუ არის გემის კაპიტანი, რომელიც ჩვენ გვასწავლის წარმატების საიდუმლოს.”

ალონსო: ”ძალიან გახარებული ვარ.გუნდმა და გულშემატკივრებმა ნამდვილად დაიმსახურეს გამარჯვება.ეს ჩვენი პირველი ტიტულია ამ სეზონში.ახლა, ”სიბელესზე” გავეშურებით და დამსახურებულად მოპოვებულ გამარჯვებას ვიზეიმებთ.”

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 15
2 მბაპე 12
3 იამალი 10
4 ზაბირი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2026 (68)
ოქტომბერი 2026 (178)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)