მოურინიო : "ფინალების სპეციფიურობა უცნობი არ არის"
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ სამეფო თასის ფინალის წინ პრესკონფერენცია გამართა...
"არ მსურს ვილაპარაკო რომელიმე გუნდის ფავორიტობაზე, არც გამორჩევა და შანსების დაბალანსება მსურს. "რეალიც" და "ბარსელონაც" იმსახურებენ ამ ტიტულს, მაგრამ გამარჯვებული მხოლოდ ერთი დარჩება, ორივე კლუბი დაბალანსებულია და უდიდესი ძალის პატრონია, შეხვედრას მოიგებს ის კოლექტივი, რომელიც უფრო კარგად იქნება მზად. ფინალში ჩემ გუნდებს ხშირად უასპარეზიათ და ამ ეტაპის სპეციფიურობა ნამდვილად არ არის უცნობი, ფეხბურტელებს თითოეული დეტალი ფილოსიფიურად ავუხსენი და იმედი მაქვს, რომ ყველაფერს ისე გააკეთებენ როგორც საჭიროება მოითხოვს."
"ეს შეხვედრა ჩემთვის არც პირველი იქნება და არც ბოლო, მოთამაშეები ყველაფერს გააკეთებენ გასამარჯვებლად, მონდომება არ გვაკლია, თუ წავაგებთ ცუდი იქნება, მაგრამ ყურების ჩამოყრა არ შეიძლება ხოლო თუ მოვიგებთ უდიდეს სიხარულს განვიცდით, მაგრამ არც ეს იქნება მოდუნების საშუალება, ჩვენ გავაგრძელებთ თავდაუზოგავ შრომას."
"4-3-3 კარგი ტაქტიკაა, რომელსაც ხანდახან ვიყენებ ხოლმე, ამ შემთხვევაში მოედანზე სამი საყრდენი გამოდის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გუნდი სახიფათო არ არის, ამ ტაქტიკაში უდიდესი აქცენტი კეთდება ცენტრ-ფორვარდზე. ჩემი ნებისმიერი სქემით მთელი გუნდი მობილურია და ბოლომდე იხარჯება."
"ფლორენტინო პერესმა ჩემზე გააკეთა არჩევანი და სწორედ მე მენდო. მწვრთნელი ვარ და საქმე ძალიან მიყვარს, არავის აქვს უფლება საქმიანობა გააკონტროლოს ან შეცდომები მისწოროს, გუნდი ისე ითამაშებს, როგორც ვთვლი საჭიროდ, რადგან სხვაგვარად წარმატებას ვერ მოვიპოვებთ."
"ზუსტად არ ვიცი "ბარსელონას" როგორ ტაქტიკას და თამაშს შემოგვთავაზებს, მაგრამ არამგონია, რომ თასის ფინალის სტილი წინა "ელ კლასიკოს" სტილს ჰგავდეს. გუშინ მივიღე საბოლოო გადაწყვტილება იმის შესახებ, თუ როგორ ვითამაშებთ, ამ ყველაფერს მოედანზე ნახავთ."
"მადრიდის გუნდი ტიტულოვანია და უდიდეს "სამეფო" ისტორიას ფლობს, ეს კი ფეხბურთელთათვის ისედაც ცნობილია და მათი მოტივაცია არ არის საჭირო, ჩემი თითოეული შეგირდი ბოლომდე დაიხარჯება.
- 20 აპრილი 2011
- 3 064
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.