”ბარსელონას” გულშემატკივრების ხმას ჩაახშობენ !!!
ესპანეთის თასის ფინალი 20 აპრილს ვალენსიაში, სტადიონ "მესტალიაზე" შედგება. 16 აპრილს "რეალი" და "ბარსელონა" ერთმანეთს ესპანეთის ჩემპიონატში დაუპირისპირდნენ და ფრედ 1:1 ითამაშეს. 27 აპრილს და 3 მაისს გუნდები ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში კიდევ ორჯერ შეხვდებიან, ხოლო სუპერთასის შეხვედრა აგვისტოში გველის.
როგორც მოგეხსენებათ ”ბარსელონას” გუშემატკივრები კეთილად ნამდვილად არ არიან განწყობილნი ესპნეთის ჰიმნის მიმართ, რის გამომწვევ მიზეზებზე ადრე მოგახსენეთ. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც :"ბარსელონას" გულშემატკივრების ხმაურსა და სტვენას მადრიდის "რეალთან" ესპანეთის თასის ფინალის წინ ეროვნული ჰიმნით ჩაახშობენ. კატალონიური გუნდის ქომაგები ესპანეთის ჰიმნს ხშირად უსტვენენ, მაგრამ ფინალის ორგანიზატორებმა პირობა დადეს, რომ ამჯერად ჰიმნი იმდენად ხმამაღლა იჟღერებს, რომ გულშემატკივრების ხმას ვერ გავიგებთ. ესპანეთის ჰიმნს მატჩის დაწყებამდე სამი წუთით ადრე ჩართავენ, როდესაც სტადიონზე ესპანეთის სამეფო ოჯახის წევრები გამოჩნდებიან. ხმის სიძლიერის ხარისხი 120 დეციბალს შეადგენს. ეს მფრინავი თვითმფრინავის გამოცემული ხმის ტოლფასია და შესაძლოა ჯანმრთელობისთვის სახიფათოც იყოს.
- 19 აპრილი 2011
- 4 704
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.