რვაფეხა იკერმა "რეალის" გამარჯვება იწინასწარმეტყველა
ხვალ მადრიდის "რეალი" "სამეფო თასის ფინალში" "ბარსელონას" დაუპირისპირდება. შეხვედრა "მესტალიაზე" გაიმართება. ინტერესი და მოლოდინი ამ მატჩისადმი ძალიან დიდია. ოკეან-აკვარიუმის მკვიდრმა რვაფეხა იკერმა ხვალინდელ მატჩში "რეალის" გამარჯვება იწინასწარმეტყველა.
რვაფეხის სიდიდე 2 მეტრს შეადგენს, ხოლო მისი წონა 16 კილოგრამია. რაც შეეხება არჩევანს, აკვარიუმში მოთავსებული იყო ორი კლუბის, მადრიდის "რეალისა" და "ბარსელონას" ლოგო. რვაფეხა 10 წუთში შემოეხვია "რეალის" ლოგოს. შეგახსენებთ, რომ ამ რვაფეხამ "ლა ლიგის" 32-ე ტურში, სადაც ერთმანეთს "რეალი" და"ბარსელონა" დაუპირისპირდა არჩევანი არ გააკეთა რაც საბოლოოდ ფრედ მიიჩნიეს.
შეხვედრა 1-1 დამთავრდა. საინტერესოა რა მოხდება ხვალ?
გთავაზობთ მცირე ვიდეოს სადაც ასახულია, თუ როგორ არის შემოხვეული რვაფეხა "რეალის" ლოგოს.
ინფორმაციის წყარო: Sport.es
- 19 აპრილი 2011
- 6 850
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.