"ბლანკოსის" ახალი ანგელოზი - ანხელ დი მარია

ანხელ დი მარია ფეხბურთის თამაშით გატაცებულია უკვე 13 წელია. კარიერა "როსარიო ცენტრალის" ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო,17 წლის ასაკში ჰქონდა დებიუტი პირველ გუნდშიც. ზუსტად 1 წლის შემდეგ ევროპის გუნდებმა დიდი ინტერესი გამოთქვეს მის მიმართ, განსაკუთრებულ აქტიურობას იჩენდა "რუბინი", რუსებმა თითქმის შესძლეს "ანხელიტოს" გადაბირება,მაგრამ ბოლო მომენტში არგენტინელმა უარი თქვა "რუბინში" გადასვლაზე.

ბრწყინვალედ ჩატარებული 2007 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ(ჩემპიონატში დი მარიამ 3 გოლის გატანა შეძლო) არგენტინელი პორტუგალიური გრანდის "ბენფიკას" მოთამაშე ხდება. "ბენფიკას" იმ დროინდელი მწვრთნელი, ლუის ფელიპე ვიეირა თვლიდა,რომ დი მარია იყო ბრწყინვალე შენაძენი სიმაო საბროსას წასვლის შემდეგ.

2008 წელს დი მარია გახდა ოლიმპიური ჩემპიონი არგენტინის ეროვნურ გუნდთან ერთად, გათამაშების 1/4 ფინალში სწორედ ანხელმა გაიტანა გადამწყვეტი გოლი ლიონელ მესის გადაცემის შემდეგ 105-ე წუთზე. დი მარიას ბიოგრაფიის ერთ-ერთი უმნიშნვნელოვანესი მომენტი იყო 58-ე წუთი მატჩისა არგენტინა - ნიგერია,დი მარიამ გადამწყვეტი გოლის გატანა შეძლო, არგენტინა კი არსებობის მანძილზე მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი.

პორტუგალიური "ბენფიკას" გულშემატკივრებმა მალევე შეიყვარეს ანხელი. დი მარიას გადასვლიდან პირველი ორი წელი "ბენფიკასათვის" საკმაოდ წარუმატებელი გამოდგა, გუნდმა ვერ შეძლო ვერც ადგილობრივი ჩემპიონატისა და ვერც პორტუგალიის თასის მოგება. უეცარი პროგრესი, "ბენფიკა" გახდა პორტუგალიის ნომერ პირველი გუნდი, მოიგო პორტუგალიის ჩემპიონატი და თასი.

2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ანხელმა შესანიშნავად ჩაატარა,მიიპყრო ბევრი გრანდის ყურადღება,მათ შორის - მადრიდის "რეალისაც".2010 წლის 28 ივნისს დი მარიამ 6 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი "სამეფო" გუნდთან. "ძალინა ბედნიერი ვარ,რომ გავხდი ისეთი გუნდის წევრი,როგორიცაა მადრიდის "რეალი". ვოცნებობდი ოდესმე მეთამაშა დიდი ევროპული დონის ჩემპიონატში.ვეცდები გამართლო მწვრთნელისა და გულშემატკივრების იმედები" - განაცხადა ანხელმა. მადრიდის "რეალის" მაისურით პირველი გოლი გაიტანა 18 სექტემბერს "რეალ-სოსიედადის" კარში.

ამ მატჩის შემდგომ თითქოს ანხელმა საკუთარი თავი ხელახლა აღმოაჩინა. მის ამდენ დაუღალავ მუშაობას ფუჭად არ ჩაუვლია. 28 სექტემბერი, მადრიდის "რეალი" "ოსერს" სტუმრობს. დი მარიას მატჩი ძირითად შემადგენლობაში არ დაუწყია, 73-ე წუთზე შეცვალა ლასანა დიარა და 81 წუთზე გამარჯვების გოლის გატანა შეძლო, ბრწყინვალე საჩუქარი გაუკეთა "მადრიდისტებს".

მიმდინარე სეზონში დი მარიამ 17 საგოლე გადაცემა გააკეთა და 7 გოლის გატანა შეძლო,რომელთაგანაც უდიდესი ნაწილი საოცრად მნიშნვნელოვანი იყო. როდესაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ,რომ ანხელი მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი გახდებოდა ალბათ ყველას ეგონა, რომ არგენტინელი ვერ შეძლებდა მაღალ დონეზე თამაშს, მაგრამ როგორც ხედავთ შეცდით... ამჟამად დი მარია თამაშობს მაღალ დონეზე როგორც არგენტინის ნაკრებში,ისე მადრიდის "რეალში". გულშემატკივრებმა ის შეიყვარეს და მოიხსენიებენ,როგორც ახალ ამგელოზს მადრიდის "რეალში".


პ.ს ეს ჩემი 170-ე სტატიაა

  • MoraTa
  • 19 აპრილი 2011
  • 2 504
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)