მორატი: "არ ვაპირებთ მოურინიოს უკან დაბრუნებას"
"ინტერის" პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ მცირე განცხადება გააკეთა მოურინიოს თაობაზე და მის შესაძლო "ინტერში" დაბრუნებაზე.
Marca-სთან ინტერვიუში იტალიელი აცხადებს:
-"ჩვენ ახლა არ გვიდგას კარგი პერიოდი. კლუბს აშკარა ჩავარდნა აქვს, მაგრამ საუბრები იმის შესახებ, რომ ჩვენ ჟოზე მოურინიოს დაბრუნებაზე ვაწარმოებთ "რეალთან" მოლაპარაკებებს აშკარად დიდი სიცრუეა. ჩვენ მართლაც რთულ ფსიქოლოგიურ წნეხში ვართ მოქცეულნი."
მორატიმ გუნდის ამ დროინდელ მდგომარეობაზეც გააკეთა მცირე განცხადება.
-"როგორც კლუბს ასევე ლეონარდოსაც საკმაოდ რთული სიტუაცია უდგას. გუნდის რამდენიმე დღით დასვენება გადავწყვიტეთ რაც საბოლოოდ ვფიქრობ მათ კონცენტრაციაში კიდევ უფრო დაეხმარება. იმედია "ინტერი" ღირსეულად გააგრძელებს ასპარეზობას სხვადასხვა ჩემპიონატებში და ტურნირებში."
ინფორმაციის წყარო: Marca.com
- 19 აპრილი 2011
- 2 290
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.