"კოპა დელ რეის" პრევიუ
როგორც მოგეხსენებათ, ხვალ თბილისის დროით 23:30 წუთზე გაიმართება "კოპა დელ რეის" შეხვედრა, რომელშიდაც ერთმანეთს მადრიდის "რეალისა" და კატალონიის "ბარსელონის" მოთამაშეები დაუპირისპირდებიან.
აპრილის თვე საკმაოდ დაძაბულია "რეალისთვის" და "ბარსელონისთვის". 2010/2011 წლის სეზონი გადამწყვეტ ფაზაში შედის. სულ რამდენიმე დღის წინ გაიმართა "ელ კლასიკო", რომლის შედეგიც 1–1 დაფიქსირდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, "კოპა დელ რეის" ფინალი საკმაოდ საინტერესო და მრავლისმეტყველი იქნება. ორივე გუნდი ოპტიმალურ ფორმაშია, რაც განაპირობებს მათ ზომიერ წარმატებას. "მესტალიაზე" გასამართ შეხვედრას უნდიანო მალენკო განსჯის.
"მესტალიაზე" ყველა ბილეთი გაყიდულია, ხოლო ექსპერტები ანშლაგს მოელიან, რაც სავსებით რეალურია ასეთ დაპირისპირებებში. ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ აკეთებენ იმაზე მეტს, ვიდრე ეს მათ მოეთხოვებათ. მათ შორის საუკეთესოს გამოვლენა რთულია, ვინაიდან არგენტინელი და პორტუგალიელი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან, თუმცა ზემოთხსენებულ გუნდებში არიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც მსოფლიოსთვის კარგად არიან ცნობილნი.
საინტერესოა მწვრთნელების დუელიც. ჟოზე მოურინიო და პეპ გუარდიოლა – ამით უკვე ყველაფერია ნათქვამი. ტრავმის გამო "ბარსელონას" კარლეს პუიოლი ვერ დაეხმარება, ხოლო "რეალს" ლასანა დიარა. მატჩის წინ კატალონიელთა და მადრიდელთა მენეჯერებმა ისაუბრეს.
ჟოზეპ გუარდიოლა:"ჩვენთვის თითოეული შეხვედრა მნიშვნელოვანია. სეზონი გადამწყვეთ და დაძაბულ ფაზაში შედის, რის გამოც კარგად უნდა მოვემზადოთ, რათა მივიღოთ სასურველი და დამაკმაყოფილებელი შედეგი, თუმცა ამის გაკეთება ადვილი როდია. წინ გველის კიდევ სამი "ელ კლასიკო", რაც განსაკუთრებული შემთხვევაა".
ჟოზე მოურინიო:"10 კაცით თამაში კატალონიელებთან წარმოუდგენელია, მაგრამ ჩვენ შევძელით, ეს კი შრომამ და თავდადებაბ გამოიწვია, რის გამოც მოთამაშეებს დიდ მადლობას ვუხდი. კონცეტრირებულნი ვართ მხოლოდ და მხოლოდ "კოპა დელ რეის" ფინალისკენ. მადრიდელებისთვის "სამეფო" თასის ტიტული უაღრესად მნიშვნელოვანია".
ინფორმაციის წყარო: Goal.com (es)
- 19 აპრილი 2011
- 2 926
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.