მოურინიოს პრესკონფერენცია
მატჩის შემდეგ, ჟოზე მოურინიომ აღნიშნა, რომ კმაყოფიი იყო შედეგით, ვინაიდან სამეფო კლუბი მეორე ტაიმის დიდი ნაწილში 10 კაცით თამაშობდა...
”ყველა ფეხბურთელმა თავიანთი სამუშაო შესანიშნავად შეასრულოეს. ჩვენ ბოლომდე ბრძოლის ხარჯზე მოვახერხეთ ქულის აღება ”ბარსელონასთან”, რაშიც ძალიან დაგვეხმარა ბერნაბეუზე შეკრებილი პუბლიკა, რისთვისაც მათ უდიდეს მადლობას ვუხდი. ასევე ავღნიშნავდი ემანუელ ადებაიორის შესანიშნავ ასპარეზობასაც”.
”როდესაც, ფეხბურთელს გიგდებენ, ყოველთვის რთულია, მატჩის სასურველ შედეგამდე მიყვანა, განსაკუთრებით, კი ეს სირთულე ”ბარსელონასთან” აისახება, ვინაიდან ალბათ ვერავინ ვერ იტყვის, რომ კატალონიელები უნიკალურად არ კლავენ დროს და არ ათამაშებენ ბურთს უმაღლეს დონეზე. პირველ ტაიმში, ორივე გუნდი ფრთხილობდა, თუმცა მომენტები მაინც იყო”.
”აღსანიშნავია, რომ სამეფო თასის ფინალს, კატალონიური გრანდი უფრო დასვენებული შეხვდება, ვიდრე მადრიდის ”რეალი”, რადგან ჩვენ 10 კაცით ვთამაშობდით, რამაც დიდი გავლენა იქონია ფეხბურთელთა ფიზიკურ მდგომარეობაზე, თუმცა მეორეს მხრივ თუ შევხედავთ, ბიჭებმა დიდი ფსიქოლოგიური წნეხი გადალახეს ანგირიშის გათანაბრების შემდეგ, რაც დასაფასებელია”.
”დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ოთხშაბათს გასამართი კლასიკო იქნება უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩემპიონთა ლიგაზე გასამართი მატჩები, ვინაიდან სამეფო თასის ბედს მხოლოდ ერთი მატჩი გადაწყვეტს. ვგონებ, გვაქვს ყველანაირი წინაპირობა გამარჯვებისა. კატალონიური გუნდი უმაღლეს დონეზე მყავს შესწავლილი და ამ დღეებში კიდევ უფრო შევისწავლი”.
”სწორედ ამ თამაშის მერე უნდა თქვას ადამიანმა, რომ ფეხბურთი ულამაზესი და რაც მთავარია ამოუცნობი სანახაობაა. ”ბარსელონას” თავისუფლად შეეძლო კიდევ 4 გოლი გაეტანა ჩვენთვის, თუმცა პირიქით მოხდა, გოლი ჩვენ შევაგდეთ და კიდევ ერთხელ მინდა გადავუხადო უღრმესი მადლობა, ”სანტიაგო ბერნაბეუზე” მოსულ ინჩადას, სწორედ მათი დამსახურებაა ამ ურთულესი შეხვედრის გადარჩენა”.
”კიდევ ერთხელ ვიტყვი, 10 კაცით ძალიან დიდი ხანი ვითამაშეთ და შემიძლია კიდევ ერთხელ და ბევრჯერ ვთქვა, რომ რაც ჩვენ შევძელით, ამას ვერავინ იზამს, კატალონიური გუნდის წინააღმდეგ. მე გუნდს ამისთვისაც ვამზადებდი, და ბიჭებმა კარგად იცოდნენ, თუ რა უნდა ექნათ ფეხბურთელის გაძევების შემთხვევაში. არ მესმის, თუ რატომ არ გააგდეს დანი ალვეში, ამ შემთხვევაში ბოლო 10 წუთი თანაბარ ბრძოლაში წარიმართებოდა და არა ”ბლაუგრანას” უპირატესობით. ძალიამ მსურს, რომ ოთხშაბათს გუნდი კარგად იყოს მომზადებული ისევე როგორც ტექნიკურად, ასევე ფიზიკურადაც”.
- 17 აპრილი 2011
- 4 709
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.