კარვალიო : "მებრძოლი ხასიათი გამოვავლინეთ"
რიკარდო კარვალიომ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა...
"ამ შეხვედრის შემდეგ ვხვდები, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ მოხდა. გუნდმა 10 კაცის შემადგენლობით უდიდესი წინააღმდეგობა გაუწია "ბარსელონას" და გოლის გატანაც შეძლო, დამერწმუნეთ ეს არ იყო იოლი, რადგან უდიდეს ფსიქოლოგიურ წნეხს განვიცდიდით, მებრძოლი ხასიათი გამოვავლინეთ, რომელიც "ბლანკოსს" არ აკლია."
"სამეფო კლუბმა შეხვედრა კარგად ჩაატარა. 53-ე წუთის შემდეგ სიტუაცია აირია, რადგან ალბიოლი მოედნიდან გააძევეს, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც კარგად ვიასპარეზეთ."
"თუკი ამ შემართებით კვლავ ვითამაშებთ, წარმატება აუცილებლად მოვა. გული მწყდება, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოვტოვებ, მაგრამ ჩემ შემცვლელს ჟოზე აუცილებლად იპოვის, განმეორებით შეხვედრაში კი "ბლანკოსისთვის" ყველაფერს გავაკეთებ."
- 17 აპრილი 2011
- 1 957
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.