გვარდიოლა : "ბერნაბეუზე თამაში რთულია"
კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, "ელ კლასიკოს" დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა...
"ამ მატჩში ჟოზე მოურინიოს ტაქტიკა კონტრ-შეტევებსა და დაცვაში კარგად თამაშზე იყო აგებული. "ბერნაბეუზე" თამაში რა თქმა უნდა ურთულესია, ფანები მხურვალედ უჭერენ მხარს თავიანთ გუნდს, მაგრამ ანგარიშის გახსნა მაინც ჩვენ მოვახერხეთ. სამწუხაროდ რონალდომ მოახერხა პენალტის გატანა და ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ სხვაობა კვლავ 8 ქულას შეადგენს და ეს ძალიან კარგია. "ბლანკოსს" რა თქმა უნდა სურდა ლა ლიგისთვის კიდევ ბრძოლა და ჰანდიკაპის 5 ქულამდე დაყვანა, მაგრამ "ბლაუგრანამ" პოზიციები არ დათმო."
"პეპეს თამაში აღმაფრთოვანებელი იყო, იგი მოედნის ნებისმიერ წერტილში უბადლოდ თამაშობდა, პორტუგალიელმა მოთამაშემ სამეფო კლუბს დიდი დახმარება გაუწია და ყველაფერი გააკეთა თავის კარგად წარმოსაჩენად."
- 17 აპრილი 2011
- 2 736
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.