ვალდანო : "ბრძოლისუნარიანობა გამოვამჟღავნეთ"

მატჩის დასრულების შემდეგ, სამეფო კლუბის გენერალურმა დირექტორმა, ხორხე ვალდანომ მედიასთან ისაუბრა...

"ურთულესი შეხვედრა ჩავატარეთ. პირველი ტაიმი განსაკუთრებული და მომქანცველი იყო, ჩვენ გვგქონდა რამდენიმე კარგი მომენტი, განსაკუთრებით ტაიმის დასასრულს, როდესაც ადრიანომ თავით გამოიტანა ბურთი. 10 კაცით დარჩენა ნებისმიერი გუნდისთვის პრობლემაა, ამას დაემატა დანიშნული პენალტი და მიღებული გოლი. "ბლანკოსი" ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა ფსიქოლოგიურადაც და მორალურადაც, მაგრამ შეგირდებმა ბრძოლა არ შეწყვიტეს და მაინც მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება."

"ამ შეხვედრის შემდეგ სხვაობა ისევ 8 ქულას შეადგენს, მაგრამ ლა ლიგის მოგების მათემატიკური შანსი მაინც არსებობს, გუნდი სამივე ფრონტზე განაგრძობს ბრძოლას. დღევანდელი შეხვედრა ჩვენი ფეხბურთელებისთვის კიდევ უფრო დიდ გამოცდილებად უნდა იქცეს. მომავალ შეხვედრებში კიდევ უფრო დამაჯერებლად და საიმედოდ უნდა ვიასპარეზოთ."

"ჩვენი ფეხბურთელების რწმენა კიდევ უფრო გაიზარდა, ეს შეხვედრა ძალიან ინტენსიური და რთული იყო, რადგან ფარხმალს არც "რეალი" ყრიდა და არც "ბარსელონა". მაგრამ წინ ძალიან დაძაბული 3 "ელ კლასიკო" გველოდება, რომელშიც აუცილებლად უნდა მივაღწიოთ წარმატებას, ფეხბურთელები დღევანდელი დღის შემდეგ კიდევ უფრო კარგად მოემზადებიან."

  • Hala
  • 17 აპრილი 2011
  • 1 852
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)