პეპემ მეორედ ითამაშა ნახევარდაცვაში
მოგეხსენებათ, ჟოზე მოურინიომ ბილბაოს "ატლეტიკთან" შეხვედრისას, პორტუგალიელი მცველი კლეპერ პეპე საყრდენ ნახევარმცველად ათამაშა. ამ პოზიციაზე "რეალის" 3-იანი პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში თამაშობს და საკმაოდ წარმატებითაც...
ექსპერიმენტმა "რეალშიც" გაამართლა და სან მამესზე კლეპერის ნაჩვენები თამაშით მოურინიო კმაყოფილი დარჩა. დღეს კი "სუპერ კლასიკოში" ჟოზემ სწორედ საყრდენ ნახევარმცველად დააყენა მისი თანამემამულე მოედანზე, კლეპერის ადგილი კი ალბიოლს დარჩა, რომელმაც წითელი ბარათი მიიღო და სამეფო კლუბი უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო.
პეპე სამი ხედირასთან და ხაბი ალონსოსთან ერთად ცდილობდა მეტოქის შეტევების ჩაშლას. ალონსო ხედირასა და პეპეს წინ იდგა, მაგრამ პოზიციურად მათ მაინც ეხმარებოდა, დღევანდელ შეხვედრაში პორტუგალიელმა ნახევარმცველ-მცველმა ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა და გუნდის გადარჩენაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
- 17 აპრილი 2011
- 2 083
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.