პერესი და როსელი დღევანდელ შეხვედრაზე
"მადრიდის რეალისა" და "ბარსელონას" პრეზიდენტებმა კომენტარი გააკეთეს დღევანდელ შეხვედრაზე.
ფლორენტინო პერესი
"გვსურს, რომ "ბარსელონამ" თავი , როგორც საკუთარ სახლში ისე იგრძნოს. გვინდა მანაც ჩვენთან ერთად გაიზიაროს დღევანდელი დღის ბედნიერება. მთელი ესპანეთი და მსოფლიო თვალს მიადევნებს ამ დაპირისპირებას, ასე იქნება შემდეგი 18 დღის განმავლობაშიც , ვინაიდან ჩვენ კიდევ 3–ჯერ შევხვდებით ერთმანეთს. ეს ყველა ჩვენგანს გვახარებს."
"არასდროს არ დამიდია ფსონი და არც დღეს ვაპირებ ამის გაკეთებას. სულაც არ გვაღიზიანებს "კამპ ნოუზე" 5:0 წაგება. ეს ფეხბურთია და აქ ყველაფერი ხდება."
"არასდროს არ დამიდია ფსონი და არც დღეს ვაპირებ ამის გაკეთებას. სულაც არ გვაღიზიანებს "კამპ ნოუზე" 5:0 წაგება. ეს ფეხბურთია და აქ ყველაფერი ხდება."
"დარწმუნებული ვარ, დღევანდელი შედეგი გავლენას იქონიებს სხვა თამაშებზე, მაგრამ არასდროს იცი, როგორ. "მადრიდიდს რეალი" საკმაოდ მონდომებულია. კარგი ფეხბურთელები და შესანიშნავი მწვრთნელი გვყავს, ასე რომ დღეს იმედიანად ვართ. უპრეცედენტო რამ ხდება და ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის მაქსიმალური სიამოვნების მიღება."
სანდრო როსელი
"დარწმუნებული ვარ, დღეს კარგი და სამართლიანი თამაში იქნება. მე ერთ–ერთ ღონისძიებაზე ვთქვი, რომ 5:0 მოვიგებდით... მინდა გითხრათ, რომ დიდი შეცდომა დავუშვი."
"ყველაფერი ახდენს ზეგავლენას ცხოვრებაზე, მაგრამ ვერ ვიტყვი თუ როგორ იმოქმედებს დღევანდელი დაპირისპირება ჩემს გუნდზე მომავალ შეხვედრებში. ხანდახან ისეც ხდება, რომ მეტოქის დამარცხებით მეტ თავდაჯერებულობას იღებ და შემდეგ ეს მომავალშიც გადგება. წინასწარ ვერაფერს ვერ იტყვი."

წყარო: RealMadrid.com
- 16 აპრილი 2011
- 2 581
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.