დღევანდელი მატჩი მოურინიოსთვის "რეალში" რიგით 50-ე იქნება
დღეს მადრიდის "რეალი" სანტიაგო ბერნაბეუზე კატალონიის "ბარსელონას" დაუპირისპირდება. ეს მატჩი ჟოზე მოურინიოსთვის რიგით 50_ე იქნება მას შემდეგ რაც იგი "რეალის" სათავეში მოვიდა.
ჟოზე მოურინიო "რეალში" გასულ ზაფხულს მოვიდა და არც თუ ისე ცოტა რამ გააკეთა "რეალისთვის".
იგი დღეს 50-ე მატჩს ჩაატარებს, ხოლო ჩატარებული 49 მატჩიდან მან 38 მატჩში გამარჯვების მოპოვება შეძლო.
მოურინიოსთვის ყველაზე ცუდი 2010 წლის 29 ნოემბერი გამოდგა, როდესაც მადრიდის "რეალი" სტუმრად "კამპ ნოუზე" "ბარსელონასთან" 5-0 დამარცხდა.
გარკვეული დროის შემდეგ გუნდმა 16 იანვარს "ალმერიასთან" დაკარგა ქულები.
29 იანვარს "რეალი" დამარცხდა "ოსასუნასთან", ხოლო 2 აპრილს "რეალმა" სანტიაგო ბერნაბეუზე ქულები "ხიხონთან" მატჩში დათმო.
ამ მატჩში დასრულდა მოურინიოს 9 წლიანი სახლში დაუმარცხებლობის სერია ნაციონალურ ჩემპიონატებში.
"რეალმა" ამის მიუხედავად არ დაკარგა კონცენტრაცია და "ჩემპიონთა ლიგაში" საკმაოდ კარგი მაჩვენებელი დააგროვა, მხოლოდ ორი ფრე.
დანარჩენ 8 გამარჯვებულ თამაშებში "რეალმა" 24 გოლი გაიტანა და თავის კარში მხოლოდ 3 მიიღო.
ყველაფრის მიუხედავად ჟოზე საკმაოდ შედეგიან სეზონს ატარებს "რეალში", მითუმეტეს უნდა აღინიშნოს, რომ ეს მისთვის ამ კლუბში პირველი სეზონია.
დღეს კი 16 აპრილს მოურინიო "ბარსელონას" დამარცხებას შეეცდება და ჩვენ მხოლოდ გამარჯვების იმედის და მოლოდინის მეტი არაფერი დაგვრჩენია.
ინფორმაციის წყარო: Marca.com
- 16 აპრილი 2011
- 2 412
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.