სასტუმროში, სადაც "რეალია" დაბინავებული პეტარდა ისროლეს
შვეიცარიის პოლიციამ გააძლიერა დაცვა სასტუმრო Park Hyatt Hotel-თან ციურიხში, სადაც დაბინავებულია მადრიდის "რეალის" ფეხბურთელები. როგორც ამბობენ, ღამით სასტუმროში ისროლეს პეტარდა, რომელიც ერთ–ერთ ჰოლში შევარდა.
არავინ დაშავებულა ფეხბურთელების ჩათვლით. დაზიანდა მხოლოდ მინა და სავარძელი. თვითმხილველებმა უამბეს პოლიციას, რომ დაინახეს ორი ახალგაზრდა, რომლებიც მომხარისთანავე გაიქცნენ.
"რეალი" დღეს თბილისის დროით 22:45 წუთზე ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩს გამართავს სტუმრად შვეიცარიაში "ციურიხის" წინააღმდეგ.
ინფორმაციის წყარო: Goal. com
- 15 სექტემბერი 2009
- 1 805
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.