მოურინიოს სიჩუმემ ესპანელი ჟურნალიტები გააბრაზა
როგორც მოგეხსენებათ, "მადრიდის რეალის" მთავარი მწვრთნელი კი გამოცხადდა პრეს–კონფერენციაზე, მაგრამ მას საერთოდ არ ულაპარაკია და ეს მისია აიტორ კარანკას გადააბარა. ამან ესპანელი ჟურნალისტები გააღიზიანა.
"მადრიდის რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ, რომელიც ცნობილია თავისი გამონათქვამებით, "ელ კლასიკომდე" გამართულ პრეს–კონფერენციაზე უარი განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარზე, რამაც დამსწრე მედიის წარმომადგენლების პროტესტი გამოიწვია.
ბევრი ლაპარაკის მოყვარული "თეთრების" მწვრთნელი გაბადრული სახით იჯდა პრეს–კონფერენციაზე და უყურებდა/უსმენდა, თუ როგორ სცემდა პასუხს ჟურნალისტებს აიტორ კარანკა. პრეს–კონფერენცია 11 წუთს გაგრძელდა და ის ტელევიზიისა და რადიოს საშუალებით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
მოურინიოს ამ საქციელისადმი პროტესტის ნიშნად, მას შემდეგ, რაც გამოაცხადეს, თუ რას აპირებდა მწვრთნელი, 30–მდე ადგილობრივმა ჟურნალისტმა დატოვა საპრესკონფერენციო დარბაზი. დარბაზში მხოლოდ საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები დარჩნენ , მათ კითხვებს კი აიტორ კარანკამ უპასუხა.
"ყოველთვის როცა მწვრთნელი ლაპარაკობს, მის ნათქვას კუდებს აბამენ"–განაცხადა კარანკამ
"მას (მოურინიოს) არ სურს, რომ მისი ნათქვამი გააბუქონ და არასწორად გაიგონ, რასაც შესაძლოა შემდეგში თამაშის წინ არსებული დაძაბულობის კიდევ უფრო გამწვავება მოყვეს. ესაა ერთადერთი გზა ამის თავიდან ასაცილებლდა"–დაამატა "თეთრების" ყოფილმა ფეხბურთელმა.
მოურინიოსა და პრესის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება არახალია. ასე იყო სხვა ქვეყნებშიც და ასეა ესპანეთშიც , მას შემდეგ, რაც "განსაკუთრებულმა" მოსვლის პირველივე დღიდან მათ მის დაუკითხავად ფეხბურთელებთან მისვლა და საწვრთნელ ვარჯიშზე დასწრება აუკრძალა.
როცა კითხეს, თუ რას ფიქრობს ის ესპანეთის სპორტული მედიის პროტესტზე, კარანკამ, რომელიც მოურინიოს ნაცვლად მთელი 10 წუთის მანძილზე პასუხს სცემდა ჟურნალისტებს, განაცხადა: "მე ამას დიდ ყურადღებას არ ვაქცევ."
"მეც "მადრიდის რეალს" წარმოვადგენ და ეს სულაც არაა ჩემს მიერ გამართული პირველი პრეს–კონფერენცია."

მოკლედ, ბევრი დაწერს ეხლა აქ, რომ მოურინიო დამპალი სულის პატრონია, არაკაცია, თუ არ ილაპარაკებდა რას მიდიოდა და ა.შ. სულაც არაა მასე. არ იცით რა ხდებოდა და მაგიტომ წერთ მაგას. თავიდანვე იყო ნათქვამი, რომ მოურინიო არ გამართავდა წინა სა"ელ კლასიკო" პრეს–კონფერენციას და მის ნაცვლად აქ აიტორ კარანკა გამოცხადდებოდა. ჟურნალისტებმა უარი განაცხადეს პრეს–კონფერენციაზე დასწრებაზე თუ მოურინიო არ მივიდოდა. შესაბამისად ადგა ეს კაციც და მოვიდა პრეს–კონფერენციაზე, დაჯდა აიტორის გვერდით. შესაბამისად პრესის წარმომადგენლებს შეეძლოთ კითხვების დასმა, მაგრამ რას აკეთებენ ისინი?
ისინი მოურინიოს უსვამენ ისეთ სულელურ და გამომწვევ კითხვებს, რომლებიც შემდეგში შესაძლოა სხვანაირად იქნას გაგებული. "რას იტყვით, "ბარსელონა" კარგი კლუბია? დღეს რამდენი წითელი ბარათის მიღებას აპირებთ? დამეთანხმებით სრულიად იდიოტური კითხვებია.
ის რეაქცია, რაც პრესის წარმომადგენლებს ქონდათ, აჩვენებს, თუ ვინ არის მათთვის მოურინიო. ის შემოსავლის მიღების წყაროა. ადამიანი, რომლის გამოქვეყნებაც პირველ გვერდზე თავისუფლად შეიძლება არამარტო ესპანეთში, არამედ ინგლისში, იტალიაში და ა.შ. როცა ის ჩუმადაა, მათ არაფრის თქმა არ შეუძლიათ, გარდა იმისა, რომ ის ჩუმად იყო. ერთადერთი, რაც მათ სურთ არის ის, რომ მან ერთი სიტყვა მაინც თქვას, დანარჩენის მიბმა და გაბუქება ხომ უკვე მათი საქმეა. ასეთი თამაშის წინ, ის ფაქტი, რომ მოუ ჩუმად იყო და არაფერი არ თქვა, ნებისმიერი გულშემატკივრისგან პატივისცემას იმსახურებს, ვინაიდან ამით ის იცავს კლუბის ინტერესებს, იცავს ფეხბურთელებს გარე ძალების ზეწოლისაგან. ეს კი , კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ მოუ ბრწყინვალე მენეჯერი და მმართველია, მან იცის, როდის უნდა გაჩუმდეს და როდის უნდა ილაპარაკოს.

- 16 აპრილი 2011
- 2 488
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.