RealCristiano: "მჯერა ამ სეზონში რამეს მაინც მოვიგებთ"

მინდა შემოგთავაზოთ კრიშტიანო რონალდუს ინტერვიუ, რომელიც მან Realmadrid Tv–ს მისცა. ეს ინტერვიუ გაიმართა გადაცემათა ციკლ Real... ფარგლებში.

კრიშტიანო, პირველ რიგში მადლობა, რომ დათანხმდი აქ მოსვლას... "მადრიდის რეალი" მიმდინარე სეზონში კარგად გამოიყურება... თქვენ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გახვედით, ისევე როგორც, კოპა დელ რეის ფინალში... მაინც რაშია წარმატების საიდუმლო?

ჩემი აზრით, ამ წარმატების მიზეზი მთელი კლუბია. კარგი დრო გვიდგას. წინა სეზონის შემდეგ ბევრი რამე შევცვალეთ: გვყავს ახალი მწვრთნელი, ახალი ფეხბურთელები და ახალი მენტალიტეტი. ესაა გამარჯვების ჟინი, რომელიც "მადრიდის რეალში" არსებობს. კარგ ფორმაში ვართ და კარგადაც ვთამაშობთ. კლუბი შეკრულია და ერთმანეთის კარგად გვესმის, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია. თითოეული თამაშისგან მაქსიმალურ სიამოვნებას ვღებულობთ. მთავარი საიდუმლოც ამაშია... სეზონის ბოლო პერიოდი ძალზედ საინტერესო იქნება.

გულშემატკივარი მნიშვნელოვანია...

მომეწონა "ბერნაბეუ" "ტოტენჰემის" წინააღმდეგ. გულშემატკივრებს სტადიონის შევსებას ვთხოვ. მინდა, რომ ისინი მოვიდნენ და გვერდით დაგვიდგნენ მაშინაც, როცა გვიჭირს. ეს აუცილებლად იმოქმედებს ჩვენზე და უფრო თავდაჯერებულებს გაგვხდის. ყველაფერი გამარტივდება, თუ გულშემატკივარი და კლუბი ერთად დადგება. ყველა ჩვენგანი ამისგან მაქსიმალურ სარგებელს ნახავს.


RealCristiano: "მჯერა ამ სეზონში რამეს მაინც მოვიგებთ"


რას იტყვით მოურინიოსთან ერთად მუშაობაზე?

ჩემი აზრით, ის ამ წარმატების უმნიშვნელოვანესი გასაღებია და ამასთანავე, რაც მთავარია, კლუბში ის მთავარ როლს თამაშობს, ვინაიდან მან სრულად შეუცვალა ბევრ ფეხბურთელს მენტალიტეტი და ისაა მწვრთნელი, რომელიც იგებს ყველაფერს იქ, სადაც კი მუშაობს: პორტუგალია, ინგლისი, იტალია... მოკლედ ყველგან. მისი ტიტულები თავისთავად ამბობენ ყველაფერს. მისტერ მოურინიომ მოიტანა თავისი მენტალიტეტი და ხასიათი "მადრიდის რეალში". მასთან ერთად მუშაობა ძალზედ კარგი და სასიამოვნოა. მამაყება მის გვერდით ყოფნა , არამარტო იმიტომ, რომ ის პორტუგალიელია, არამედ იმიტომაც, რომ ის საუკეთესო მწვრთნელია. ყველა ჩვენგანი კმაყოფილია მისით.

თქვენ ძალზედ მიზანდასახული პიროვნება ხართ და ამითაც გიცნობენ საფეხბურთო წრეებში. ეს, როგორც ჩანს, ბავშობიდანვე გადმოგყვათ. საშინლად არ გიყვართ, როცა აგებთ . თქვენი მეგობრები იხსენებენ, თუ როგორ ტიროდით წაგებისას. ამჟამად არ ტირით, მაგრამ მაინც გემჩნევათ, როცა რამე არ გამოგდით.

ეს ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. მიყვარს, როცა მონდომებული ვარ. არამარტო თამაშში. მომწონს ასეთი საქციელი საწვრთნელ ბაზაზეც, ასე ვიქცევი სახლშიც, ჩემს დასთანაც, დედასთანაც.... ყოველთვის ვცდილობ მაქსიმუმი გავიღო მოსაგებად. მიყვარს ეს. არასდროს არ შევიცვლები. მომწონს ჩემი ცხოვრების სტილი. ძალიან ბედნიერი პიროვნება და ადამიანი ვარ. ეს იქნება მადეირაში, ინგლისში, თუ მადრიდში, მე სულ მოგებაზე ვფიქრობ. ეს ასე იყო, ასე არის და ასეც იქნება.


RealCristiano: "მჯერა ამ სეზონში რამეს მაინც მოვიგებთ"


რას გეუბნებოდნენ მშობლები, როცა ახალგაზრდა იყავი?

მამაჩემი მეუბნებოდა, რომ ფეხბურთელი გავხდებოდი, დედას უნდოდა უფრო მეტი დრო სწავლისთვის დამეთმო.

თქვენ ძალიან სწრაფად გაიზარდეთ, ვინაიდან "სპორტინგს" ძალზედ ახალგაზრდა შეუერთდით. მოგიწიათ დედისგან და ყველა იმ ადამიანისგან, რომლებიც გიყვარდათ, შორს ყოფილიყავით.

რა თქმა უნდა, ასე იყო. როცა ოჯახს შორდები, მაშინ სხვებთან შედარებით უფრო სწრაფად იზრდები. არ არის ადვილი ლისაბონში 12 წლის ასაკში მარტო ცხოვრება. ძალიან მძიმე იყო ეს ჩემთვის, შეიძლება ეს პერიოდი ერთ–ერთ ყველაზე საშინელ პერიოდად მივიჩნიო. სწორედ ამიტომაც უფრო ადრე გავიზარდე, მაგრამ ეს ჩემი ცხოვრებაა და მე ეს მომწონს, ვინაიდან მოცემულ ეტაპზე მე ვხვდები, რომ ყველაფრისთვის მზად ვარ.

16 წლის ასაკში, რამდენად ხვდებოდით, რომ ფეხბურთი თქვენი ცხოვრების ნაწილი იქნებოდა?

ძალიან კარგადაც ვიცოდი."სპორტინგის" მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიში უკვე იყო ამის წინაპირობა. ძალიან რთული ცხრილი მქონდა. ღამითაც მიწევდა სწავლა. საბოლოოდ ფეხბურთსა და სწავლას შორის მომიწია არჩევნის გაკეთებამ. მე პირველი ავირჩიე და ვგონებ, რომ არ შევმცდარვარ.

"მანჩესტერ იუნაიტედს" 2003 წელს შეხვდით და მაშინ "წითელი ეშმაკების" რამოდენიმე ფეხბურთელმა ფერგიუსონს თქვენი შეძენა ურჩია...

ხალხი ფიქრობს, რომ ჩვენ შეთანხმებას თამაშის შემდეგ მივაღწიეთ, მაგრამ ეს შედარებით ადრე მოხდა. 18 წლი ვიყავი. გარი ნევილი, როი კინი და რიო ფერდნინადი იყვნენ ისინი, ვინც ფერგიუსონს ესაუბრა.


RealCristiano: "მჯერა ამ სეზონში რამეს მაინც მოვიგებთ"


ოდესმე წარმოიდგენდით, რომ ამდენს მიაღწევდით?

არა. ვფიქრობდი, რომ ერთი რიგითი ფეხბურთელი ვიქნებოდა, რომელიც კლუბის ისტორიის სახელმძღვანელოში სახელით ჩაიწერებოდა , მაგრამ არასდროს არ წარმომედგინა, რომ ჩემპიონთა ლიგის ტიტულს და ოქროს ბურთს მოვიგებდი.

ვინ იყო თქვენთვის მისაბაძი მაგალითი?

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების თამაშებს ვუყურებდი და სულ ვოცნებობდი რუი კოშტას, ლუიშ ფიგუსა და სხვების გვერდით თამაშზე. "მანჩესტერში" მე შევხვდი ისეთ ადამიანებს , როგორიცაა გიგზი, სქოულში , კინი...

თქვენმა სატრანსფერო ფასმა მოირა მსოფლიო პრესის პირველი გვერდები: ბევრი დაიწერა და ითქვა ამის შესახებ.

ეს ადრეც მითქვას და ეხლაც ვამბობ: "მადრიდის რეალში" თამაში ჩემი ოცნება იყო. ოცნება ამიხდა და რაც მთავარია, არამარტო მე, არამედ დედაჩემსაც, რომელსაც სიგიჟემდე უყვარს მადრიდი. ვოცნებობდი, რომ "მანჩესტერის" შემდეგ "მადრიდის რეალში" მეთამაშა, ასე რომ ძალიან ბედნიერი ვარ. ვეცდები ის, რაც "მანჩესტერში" მოვიგე, "ბლანკოსების" რიგებშიც მოვიგო. ჩემი აზრით, "მადრიდის რეალმა" ყველა ტიტული უნდა მოიგოს. წინა წელს არაფერი არ მოგვიგია, მაგრამ მიმდინარე სეზონის მჯერა. წელს აუცილებლად დავეუფლებით რომელიმე ტიტულს. იმ ადგილას ვარ, სადაც მსურს და მინდა, რომ აქ კიდევ დიდი ხნის მანძილზე დავრჩე.

თქვენ კლუბის მნიშვნელოვანი ფიგურა ხართ. თქვენს მიერ გატანილი გოლები ფენომენალურია.

ჩემთვის ეს ძალზედ მნიშვნელოვანია და მე მოხარული ვარ, რომ მიმდინარე სეზონში ამდენი გოლის გატანა მოვახერხე. ამისთვის ბევრი ვიმუშავე, მაგრამ ეგ არაფერი იქნებოდა, რომ არა ჩემი თანაგუნდელები, რომლებიც დამეხმარნენ ყველა ზემოთხსენებული გოლის გატანაში.


RealCristiano: "მჯერა ამ სეზონში რამეს მაინც მოვიგებთ"


ბევრს აინტერესებს , თუ როგორი ურთიერთობა გაქვს შენს ზოგიერთ თანაგუნდელთან. ერთ–ერთი მათგანია კაკა, რომელთან ერთადაც მოხვედით აქ, მეორე კი მარსელო, რომელთან ერთადაც ხშირად ხუმრობ და იცინი. რას იტყვი ამ ორ ადამიანთან შენს დამოკიდებულებაზე?

ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქს, როცა ადამიანი შენს ენაზე ლაპარაკობს, მასთან ურთიერთობა უფრო ადვილია, ასეა პეპეს, მარსელოსა და კაკას შემთხვევაში. ანალოგიური რამ ხდება ესპანურენოვან ფეხბურთელებთან მიმართებაში, ვინაიდან ესპანურად კარგად ვსაუბრობ. შემიძლია გითხრათ, რომ მთლიანობაში ბრწყინვალე შემადგენლობა გვყავს. კლუბში შესანიშნავი ატმოსფეროა. შემიძლია გითხრათ, რომ მარსელო კლუბში ყველაზე მასხარა ადამიანია. ის ხუმრობს, თამაშობს, ცეკვავს, მღერის და სხვა ფეხბურთელებსაც ამხნევებს.,, ადებაიორიც ძალზედ სასაცილოა... გასახდელში შეუდარებელი ვითარებაა.

ჩემი აზით, ეს ადამიანები უკეთ გიცნობენ, ვიდრე სხვები. ბევრი ამბობს, რომ იცის, თუ როგორია სინამდვილეში კრიშტიანო რონალდუ. ვინ გიცნობს შენ ყველაზე უკეთ?

ხალხი, რომელიც ჩემს გვერდით ცხოვრობს. ხალხი, რომელიც ჩემთან ერთად მუშაობს, ადამიანები, რომლებიც ყოველდღე ჩემს გვერდით არიან... სწორედ ესენი მიცნობენ მე სინამდვილეში. ყველას შეუძლია თქვას ის, რაც მოეპრიანება, მაშინ როცა ისინი შენ სულაც არ გიცნობენ, მაგრამ მათ აზრის პატივი უნდა სცე.სიმართლე გითხრათ, ეს სულაც არ მაღელვებს, ვინაიდან ასეთია ჩემი ცხოვრების სტილი. სპორტულ ჟურნალ–გაზეთებს არ ვკითხულობ. არ მაინტერესებს , რას ამბობენ ჩემზე. ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხი ჩემთვის არის ოჯახი, მეგობრები და ისინი, ვისთან ერთადაც ვმუშაობ.


RealCristiano: "მჯერა ამ სეზონში რამეს მაინც მოვიგებთ"


რას ვერ იტანთ ყველაზე მეტად?

ტყუილს. ტყუილი ყველაზე საშინელი რამაა, რისი გაკეთებაც ადამიანს შეუძლია. დადებითი ტყუილი შეიძლება მისაღები იყოს, მაგრამ საერთო ჯამში სიცრუე მძულს.

როგორი მამა ხარ?

მშვენიერი. ჯერჯერობით კვლავ ვსწავლობ. მამობის გრძნობის სიტყვიერი გადმოცემა შეუძლებელია. შეუდარებელია, როცა დილით იღვიძებ და შენს სისხლსა და ხორცხ ხედავ. ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპზე ვარ. ყოველდღე ახალ–ახალ საოცრებებს ვხედავ ჩემს შვილში:მისი სიცილი, მისი გამოხედვა... აღმაფრთოვანებელია. ბავშვის ყოლა და ჩვენი დროის უმეტესი ნაწილის მათთვის დათმობა ყველაზე კარგი რამაა, რისი გაკეთებაც ადამიანს შეუძლია. ჩემი აზრით, ის ჩემზე უფრო სწრაფი იქნება. შეუძლია ვინც უნდა ის გამოვიდეს, მაგრამ მინდა, რომ ფეხბურთელი გახდეს. არ მოგატყუებთ და გეტყვით, რომ მსურს ის ჩემი მემკვიდრე იყოს , მაგრამ ის გახდება და გამოვა ისეთი, როგორსაც ამას ღმერთი მოისურვებს.


RealCristiano: "მჯერა ამ სეზონში რამეს მაინც მოვიგებთ"


საფენებს უცვლით თუ არა?

მინდა გითხრათ, რომ ხანდახან კი, მაგრამ ეს სულაც არ მომწონს (იცინის)

მადლობა მობრძანებისთვის.

პირიქით, თქვენ მადლობა.


RealCristiano: "მჯერა ამ სეზონში რამეს მაინც მოვიგებთ"


  • shvela
  • 16 აპრილი 2011
  • 2 328
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)