"ფაბრიკის" უიქენდი
მიმდინარე უქმეებზე მადრიდის ‘‘რეალის‘‘ 4 ახალგაზრდული გუნდი საკუთარ მატჩს გამართავს. ‘‘კასტილია‘‘ და ‘‘რეალ მადრიდ ც‘‘ საკუთარ შეხვედრებს 16-17 აპრილს, შესაბამისად ‘‘ვეკინდარიოსა‘‘ და ‘‘პუერტა ბონიტას‘‘ წინააღმდეგ გამართავენ,ხოლო ‘‘ხუვენილ ბ‘‘ და "ხუვენილ ც‘‘ კი ‘‘ლეგანესსა‘‘ და ‘‘მორატალასს‘‘ დაუპირისპირდებიან.
» Vecindario - Castilla
‘‘კასტილია‘‘ მეორე წრეს შესანიშნავად ატარებს,ალბერტო ტორილის მოსვლის შემდეგ ეს გუნდის მე-15-ე მატჩია,აქედან მადრიდელთა გამარჯვებით 12 დასრულდა,ხოლო დარჩენილიმა სამმა შეხვედრამ გამარჯვებული ვერ გამოაქვლინა.მადრიდელებისაგან განსხვავებით ‘‘ვეკინდარიო‘‘ ძალიან ცუდ ფორმაშია,ბოლო 6 შეხვედრიდან გუნდმა 3 წააგო,ხოლო 3 ფრე ითამაშა.
» Real Madrid C - Puerta Bonita
შაბათს თბილისის დროით 18:00 საათზე თავის მორიგ მატჩს გამართავს ‘‘რეალ მადრიდ ც‘‘.ეს მატჩი უდიდესი მნიშვნელობისაა,ხოსე მანუელ დიასის გუნდს აუცილებლად სჭირდება 3 ქულა,რომ დაუბრუნდეს ფლეი-ოფის პოზიციას.შეგახსენებთ 32 ტურის შემდეგ გუნდს მხოლოდ 50 ქულა აქვს მოპოვებული.(ცხრილში მეხუთე ადგილი)
» Leganés - Juvenil B
‘‘ხუვენილ ბ‘‘-ს ფეხბურთელები უკვე მეორე მატჩს ატარებენ ჩემპიონის სტატუსით.(შეგახსენებთ მათ ჩემპიონობა გათმაშების დასრულებამდე 3 მატჩით ადრე გაინაღდეს).ჩემპიონის სტატუსით პირველი მატჩში გუნდმა ‘‘ატლეტიკო‘‘ მიიღო და დაამარცხა ანგარიშით 2-0.
» Juvenil C - E. D. Moratalaz
შაბათს,16 აპრილს თავის მორიგ მატჩს გამართავს ‘‘ხუვენილ ც"-ც,მადრიდელები ‘‘მორატალასის" სკოლის აღსაზრდელებს დაუპირისპირდებიან და ეცდებიან მორიგი გამარჯვება მოიპოვონ.
- 15 აპრილი 2011
- 1 520
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.