იბრაჰიმოვიჩზე ჭორები ისევ იწერება
ესპანური მედიის თანახმად, მადრიდის "რეალის" მფლობელებს სურთ, რომ გადაიბირონ შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი.
ზლატანი "მილანის" ერთ–ერთი მამოძრავებელი ძალაა, რაშიც ეჭვი არავის არ ეპარება. სწორედ ამიტომ, შვედის მიმართ ინტერესები უფრო მაშტაბურ და სერიოზულ სახეს იღებს. როგორც ევროპელი ჟურნალისტები ამბობენ, "მილანსა" და "რეალს" შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ამავე წყაროს მიხედვით, ზაფხულში იბრაჰიმოვიჩისა და ბენზემას გაცვლა მოხდება, თუმცა ეს რამდენად რეალურია თქვენთვითონ განსაზღვრეთ. მადრიდელთა 9 ნომერი მართლაც, რომ საუცხოო ფორმაშია შესული. მიუხედავად იმისა, რომ ქარიმს აკრიტიკებდნენ, მან მაინც მოახერხა სიძნელეების დაძლევა და სათანადო დონეზე ათამაშება.
ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com
- 15 აპრილი 2011
- 2 787
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.