რაულით აღფრთოვანებულია მთელი ევროპა
მადრიდის "რეალის" ცოცხალი ლეგენდა - რაულ გონსალესი, აგრძელებს ბრწყინვალე თამაშს ჩემპიონთა ლიგაზე. გუშინ მან ევროპის საკლუბო დონეზე გაიტანა თავისი 72 გოლი და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
გონსალესით აღფრთოვანებულია მთელი ევროპა. გუშინდელი მატჩის შემდეგ, ევოპული გაზეთების პირველ გვერდებზე, არაერთი სტატია დაიწერა ბლანკოზე, მაგრამ ეს არ არის მთავარი. უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ დღესდღეობით ვერავინ იკამათებს იმაზე, თუ ვინ არის ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო გოლეადორი და მოთამაშე. ვინც არ უნდა შეეწინააღმდეგოს ამ აზრს, რაული ევროპის მეფეა, ამას სტატისტიკაც ადასტურებს. რაულს ჩემპიონთა ლიგაზე თითქმის ყველა შესაძლო რეკორდი აქვს მოხსნილი. გუშინ მან გადაასწრო ანდრეი შევჩენკოს, ამ ტურნირის პლეი-ოფებში გატანილი გოლებით, გონსალესმა ინტერის დალაშქვრით, ეს ციფრი 19-მდე აიყვანა. აგრეთვე რაულმა გუშინ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში 44-ე მატჩი ჩაატარა, ამ მაჩვენებლით ის აქაც პირველია.
გონსალესი თამაშობს ისე, როგორც ახალგაზრულ ასაკში მყოფი ფეხბურთელი. ყოველთვის მიმართავს პრესინგს, არასოდეს ასვენეს მოწინააღმდეგე გუნდის მცველებს. ხშირად დაცვასაც ეხმარება და რაც მთავარია, გააქვს უამრავი გოლი. ამასთან აღსანიშნავია, რომ თავისი მეგა ვარსკვლავის სტატუსის მიუხედავად, ის არ ცდილობს თავისი თანაგუნდელებისაგან გამოყოფას. ყველასთან თავმდაბალია და მეგობრული ურთიერთობა აქვს.
მან ვალენსიაში გაიტანა უმნიშვნელოვანესი გოლი. ინტერში ჩაატარა ბრწყინვალე მატჩი და უდიდესი წვლილი შეიტანა თავისი გუნდის წარმატებაში. გუშინდელ მატჩში კი გახსნა ანგარიში და გააკეთა ბრწყინვალე გადაცემა, რის შემდეგაც შალკემ მეორე გოლი გაიტანა და კიდევ ერთხელ დაამარცხა "ინტერი". მატჩის შემდგომ, ბლანკომ გულშემატკივრებთან ერთად აღნიშნა ეს გამარჯვება, რომლებისთვისაც რაული უკვე კერპი გახდა. "შალკეს" 7 ნომრის გამოცდილება გუშინ საკმარისი აღმოჩნდა ინტერის დასამარცხებლად. რაული აგრძელებს ბრწყინვალე თამაშს და ყველა შესაძლო რეკორდის მოხსნას. ვინ იქნება შემდეგი?
- 14 აპრილი 2011
- 3 592
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.