ჟოზე : "გასაკვირი იმაში არაფერია, რომ 1/2 ფინალში ვართ
სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, "ტოტენჰემთან" გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და რა თქმა უნდა საინტერესოდ ისაუბრა...
"ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი მყავს, რომელსაც ტიტულების მოგება სწყურია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია 1/2 ფინალში გასვლა, მაგრამ ამაში გასაკვირი არაფერია, "ბლანკოსი" ბევრჯერ ყოფილა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ამ ეტაპზე, რადგან ამ გუნდს უდიდესი ტრადიციები აქვს."
"ბარსელონასთან 4 შეხვედრის გამართვა მოგვიწევს, დარწმუნებული ვარ, რომ არცერთი თამაში არ იქნება ერთგვაროვანი, ჩვენ ავირჩევთ სხვადასხვა სტილს, ხვალიდან ყველაფრის დამუშავებას დავიწყებ, ამჟამად მხოლოდ "ბერნაბეუზე" გასამართ "ელ კლასიკოზე" ვარ კონცენტრირებული, რადგან ყველაზე ახლოს სწორედ ეს დაპირისპირებაა."
"ჟურნალისტებს მინდა ვთხოვო, რომ ზედმეტი აზრების გამოხატვისგან თავი შეიკავონ, რადგან ამ დაპირისპირებაში რა მოხდება არავინ იცის, წინასწარი პროგნოზის გამოთქმა ყველას შეუძლია, მაგრამ იმას ვერავინ იწინასწარმეტყლვებს ფინალში "რეალი" გავა თუ "ბარსელონას"."
"4:0 მოგების შემდეგ რა თქმა უნდა უდიდესი უპირატესობა გვგქონდა, მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ უკვე 1/2 ფინალში ვიყავით, პეპე დავასვენე, მაგრამ საკუთარ თავს იმის უფლება ვერ მივეცი, რომ კარვალიოც სათადარიგოთა სკამზე დამესვა, რადგან ჰარი რედნაპის შეგირდები ხელწამოსაკრავები ნამდვილად არ არიან, სამწუხაროდ რიკარდომ ყვითელი ბარათი მიიღო და 27 აპრილს ვერ დაგვეხმარება, მაგრამ 3 მაისისთვის იგი სასტარტო შემადგენლობაში იასპარეზებს, მანამდე კი 2 "სუპერ კლასიკოში" მოახერხებს მონაწილეობის მიღებას."
"არამგონია ფლორენტინო პერესმა ხელი მოაწეროს "მილანის" შემოთავაზებას რონალდოს საკითხთან დაკავშირებით, რადგან კრიშტიანო "ბლანკოსის" უდავო ლიდერი და წაყმვანი ძალაა, დონ პერესი ასეთ ნაბიჯს ნამდვილად არ გადადგამს, ამის თქმა დარმწუნებით შემიძლია."
- 14 აპრილი 2011
- 2 644
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.