კასილასი : "მწვერვალები უნდა დავიპყროთ"
"ბლანკოსის" კაპიტანმა, იკერ კასილასმა "უაით ჰართ ლეინზე" გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა...
"ჩვენ დავამარცხეთ "ტოტენჰემი" და ნახევარფინალში გავედით, რაც თავისთავად უდიდეს წარმატებაზე მეტყველებს, დიდი ხანია ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე არ ვყოფილვართ, ახლოს ვართ ფინალთან და "ბარსელონას" დასამარცხებლად ყველაფერს ვიღონებთ."
"ყველაზე მეტად ლა ლიგის მატჩზე ვფიქრობთ, რადგან სწორედ ეს იქნება პირველი "ელ კლასიკო", რომელიც "ბერნაბეუზე" შედგება და ძალიან დაძაბული იქნება, ფოკუსირება მთლიანად შაბათის შეხვედრაზე გვაქვს გადატანილი და ყველაფერს ვაკეთებთ უმაღლეს დონეზე მოსამზადებლად, გულშემატკივრებს სიურპრიზი უნდა შევთავაზოთ."
"სამეფო კლუბის კაპიტნობა არც ისე იოლი საქმეა, გუნდს ყველანაირად წარვუძღვები ისე როგორც საჭიროა და გავამხნევებ მოთამაშეებს, ჩვენ თუ გავიმარჯვებთ პრიმერას დაპირისპირებაში, მაშინ სხვაობა 5 ქულამდე დავა და უფრო მეტი შანსი გვექნება "სიბელესზე" ასვლის, დიდი იმედი მაქვს წარმატების."
- 14 აპრილი 2011
- 1 938
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.