"კლასიკოდან” ”კლასიკომდე” (ნაწილი 4-”ტრანსფერები”)
“ფიგუ შე ღორისშვილო!”
მტკივნეული თემაა ტრანსფერები, მითუმეტეს თუ ეს ტრანსფერები ორ ერთმანეთის მოძულე გუნდის ფეხბურთელებს ეხება. არ აქვს მნიშვნელობა სად ხდება ეს: ესპანეთში, იტალიაში ან თუ გნებავთ შოტლანდაში, სადაც ძალიან დაძაბული ურთიერთობაა თანაქალაელებს ”სელტიკსა” და ”რეინჯერს” შორის. არა მარტო ფეხბურთელებს შორის. აქ დერბი ისე არ მთავრდება ”ქუჩური გარჩევები” რომ არ მოჰყვეს.
მაგრამ ეს ყველაფერი არაფერია 2002 წელს ატეხილ აურზაურთან შედარებით. ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი ლუიშ ფიგუ ”ბარსელონადან” ”მადრიდში” გადაბარგდა. ყველაფერს წარმოიდგენდნენ კატალონიელები, მაგრამ თუ მათი კაპიტანი ”რეალში” წავიდოდა ამას ნამდვილად ვერა. ფლორენტინო პერესმა წინასაარჩევნოდ მიცემული პირობა შეასრულა და ”ბარსელონას” მარტლაც წაართვა მათი საუკეთესო ფეხბურთელი. ლუიშ ფიგუ დღემდე რჩება კატალონიელებისათვის ყველაზე საძულველ ფეხბურთელად.
თუმცა მოღალატის სტატუსი პირველად ბერნდ შუსტერს ერგო. ”ბარსელონაში” შუსტერს საქმეები მას შემდეგ აერია, რაც კატალონიელმა ჟურნალისტებმა მისი მეუღლის შიშველი ფოტოები გამოაქვეყნეს. 1986 წელს მას ურთიერთობა გაუფუჭდა მთავარ მწვრთნელ ტერი ვენეიბლზთან და კლუბის პრეზიდენტთანაც. 1986 წლის ფინალში, ”სტიაუასთან” დამარცხებაც მთლიანად ბერნდს გადააბრალეს და მას ვარჯიშებზე დასწრებაც კი აუკრძალეს. სუსტერმაც არ დაახანა და სამეფო კლუბს შეეკედლა, სადაც ის დიდი პატივით მიიღეს. შუსტერმა საკუთარი თამაში და სულის სიმშვიდე დაიბრუნა...
”ბარსელონასა” და ”რეალის” ასეთი დამოკიდებულება თავისთავად იმასაც განაპირობებს, რომ ეს ორი გუნდი ერთმანეთში ტრანსფერებს თითქმის არ ანხორციელებს. პირველი ხმაურიანი გადასვლა ისევ და ისევ ”ბარსელონას” შიგნით მომხდარმა კომფლიქტმა გამოიწვია. ბარსელონაში ყოველთვის დაძაბული სიტუაცია იყო უფროსებსა და ფეხბურთელებს შორის. იმ დროისათვის საუკეთესო მეკარემ რიკარდო ზამორამ, 18 წლის ასაკში მოირგო ”ბარსელონას” მაისური და მალე ქვეყნის საუკეთესო მეკარის ტიტულიც მოიგო. ესპანეთში საუკეთესო მეკარის ტიტული დღემდე რიკარდო ზამორას სახელს ატარებს. ერთხელ ზამორას ბარსელონას თავკაცებთან უთანხმოება მოუვიდა. რის შედეგადაც მან დატოვა “ბარსელონა” და ჯერ ”ესპანიოლში”, ხოლო შემდეგ კი ”მადრიდის რეალში” გადაბარგდა. ასევე ხმაურიანი იყო ლუის ენრიკესა და მიქაელ ლაუდრუპის ტრანსფერებიც.
თუ არ გინახავს ნაწილი 3-”მიზეზები”
თუ ა გინახავს ნაწილი 2-”მიზეზები”
თუ არ გინახავს ნაწილი 1-”სტატისტიკა”
”უახლოეს” მომავალში ტრანსფერები არ განხორციელდება ...
- 13 აპრილი 2011
- 3 981
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.