"ციურიხი" - "მადრიდის რეალი" [პრევიუ]
სამეფო გუნდის პირველი მეტოქე, "ბერნაბეუს" ფინალისაკენ მისწრაფების გზაზე, შვეიცარიის 12 გზის ჩემპიონი "ციურიხი" იქნება.
"ციურიხი" - შვეიცარიის ერთ-ერთი ყველაზე ძველი გუნდია.მიუხედავად იმისა, რომ მისი დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე სწორედ დღეს შედგება, მათ საკმაოდ სოლიდური მაჩვენებელი აქვთ სხვადასსხვა წლებში, სხვადასხვა ევრო თასებზე (შვეიცარიელებმა 99 თამაშიდან: 39 მოიგეს, 17 ყაიმით დაასრულეს, ხოლოდ 43 წააგეს.აქედან ბურთების შეფარდება 151-157 მათ საწინააღმდეგოდ).
1962-1981 წ.წ. "ციურიხისათვის" "ოქროს წლებია."ამ პერიოდის განმავლობაში ისინი შვიდჯერ გახდნენ ქვეყნის ჩემპიონები და ხუთჯერაც ქვეყნის თასის მფლობელები.მაშინ ამ გუნდში ისეთი ცნობილი ფეხბურთელები ირიცხებოდნენ, როგორებიც იყვნენ: ფრინც კულნცლი, ილია კატიჩი, რენე ბოტერონი და კობი კუნი (მომავალში შვეიცარიის ნაკრების მწვრთნელი).სხვადასხვა წლებში კი ამ გუნდის ღირსებას იცავდნენ: ჟოან გამპერი (შემდეგში "ბარსელონას" პრეზიდენტი), მარკო პასკოლო, უინტონ რუფერი, ადრიან ილიე. რობერტო დი მატეო, დანიელ ჟიგაქსი, ინლერი და სხვები.
1963-66 და 1976-77 წლებში, "ციურიხი" ჩემპიონთა თასის ნახევარ ფინალში კი გავიდა, მაგრამ შემდეგ ეტაპზე უკვე ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო.1964 წელს კი შვეიცარიელებმა სწორედ "მადრიდის რეალთან" წააგეს.
დაპირისპირებების ისტორია 1960 წლის 21 სექტემბერს შედგა პირველი შეხვედრა "ციურიხსა" და "რეალს" შორის."ლეტცინგრუდზე" გამართული შეხვედრა ამხანაჰური ხასიათისა იყო.ყველასათვის მოულოდნელად მატჩი 3-3 დასრულდა და თან რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს შეიცარიელები მატჩის მსვლელობისას ორჯერ იგებდნენ, (ჯერ 2-0, შემდეგ 3-1).
მეორე შეხვედრა შვეიცარიისა და ესპანეთის საუკეთესო გუნდებს შორის 1964 წელს შედგა.ჩემპიონთა თასის ნახევარ-ფინალის ორ მატჩიან დუელში სამეფო გუნდმა დაჯაბნა შვეიცარიელები.მადრიდელებმა სტუმრად 2-1 მოიგეს (დი სტეფანო და სოკოს გოლებით), ხოლოდ საშინაო არენაზე 6-0 გაანადგურეს მეტოქე (სოკო, ფელო, მიულერი, პუშკაში, დი სტეფანო და ამანსიო).
დღესდღეობით "ციურიხი" ქვეყნის მოქმედი ჩემპიონია.შვეიცარიელებს შემადგენლობის თვალსაზრისით ახალგაზრდა გუნდი ჰყავთ, თუმცა ისინი ძალზედ მებრძოლნი არიან.მათ რიგებში საკუთარი აკადემიის რამდენიმე აღზრდილი მოთამაშე და ასევე რამდენიმე ლეგიონერი ირიცხება."ციურიხი" არჩევანს შემტევ ფეხბურთზე აკეთებს.
2009-2010 წლის შვეიცარიის სუპერ ლიგის დაწყებიდან 9 ტური გავიდა."ბლანკოსის" მეტოქე ჯერ ჯერობით მხოლოდ მე-4 ადგილს იკავებს ცხრილში და გათამაშების ლიდერს 7 ქულით ჩამორჩება.აქვე გეტყვით იმას, რომ "რეალთან" თამაშამდე "ციურიხი," ეროვნულ ჩემპიონატში პრინციაპიალურ მეტოქე "გრასხოპერსს" დაუპირისპირდა.მასპინძლებმა დერბიში 4-3 დაამარცხეს ციურიხი მეორე გუნდი.
"ციურიხს" თავდაცვაზე უფრო, შეტევა უყვარს.როგორც ჩანს, შვეიცარიელები ბრაზილიური სისტემით თამაშობენ (არა მარტო ბრაზილიური, არამედ მადრიდული), თუმცა მათ რიგებში არ მოიპოვება კაკასა და მარსელოს თანამემამულე.გუნდის ერთ-ერთი დამრტყმელი ძალა ეთნიკურად კოლუმბიელი - იოჰან ფონლანტენია.ამ დროისათის ის გუნდის საუკეთესო ბომბარდირია და ასევე ყველაზე გამოცდილი მოთამაშე.შემადგენლობიდან შეიძლება 22 წლის ნახევარმცველის, ალმენ აბდის (გასულ სეზონში 19 გოლი გაიტანა), ფინეთის ნაკრების მცველის, ტიხიმენის ("ციურიხის" კაპიტანია) და ერიკ ჰასლის (თავდამსხმელი) გამოყოფა.
"ციურიხის" საშინაო არენა - "ლეტცინგრუნდი" გახლავთ.ეს სტადიონი 4 წლის წინ, სპეციალურად ევრო 2008-ისთვის აიგო.აღნიშნულ სტადიონზე ევროპის ჩემპიონატის მესამე ჯგუფის სამი შეხვედრა გაიმართა."ლეტცინგრუნდი" ოლიმპიურო ფორმატისაა და მასზე ფეხბურთის გარდა სპორტის სხვა სახეობობებშის ეჯიბრებიან სპორტმსმენები ერთმანეთს.
გუნდის მთავარი მწვრთნელი - ბერნანდ შალანდია.მან "ციურიხი" 2007 წელს ჩაიბარა და უკვე მომდევნო წელს შვეიცარიის ჩემპიონი გახადა.დედაქალაქურ გუნდში მოსვლამდე, ბერნანდი შვეიცარიის 21 წლამდელთა ნაკრებს ედგა სათავაში.
"ციურიხის" ფეხბურთელების ოცნება სწორედ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში იყო.როგორც ხედავთ, მოთამაშეებმა მთავარი მისია შეასრულეს.ახლა მათი მიზანი იქნება, რაც შეიძლება ღირსეულად გამოვიდნენ ყველაზე პრესტიჟულ ტურნბირზე.აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ გუნდმა ჩემპიონთა ლიგის სამი საკვალიფიკაციო ეტაპი ყოველგვარი პრობლმების გარეშე გადალახა.
"ციურიხი" სავარაუდოდ შემდეგი შემადგენლობით ითამაშებს "რეალის" წინააღმდეგ: ლეონი, შტახელი, ტიხინენი, როშა, კოხი, ეგერტერი, ოკონკვო, მარგაირასი, ფონლანტენი, ალფონსი და ჰესლი
მადრიდის "რეალი"
სამეფო გუნდის მთავარი პრიორიტეტი ამ მატჩში 3 ქულის მოპოვებაა.მადრიდელები ახალი მწვრთნელით და ახალი მიზნებით იწყებენ ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონს.რასაკვირველია, პელეგრინიმ აღნიშნული წელი ევრო-ტრიუმფით უნდა დაასრულოს.ბოლოსდაბოლოს "ბლანკოსმა" 7 წლიან წარუმატებელ სეზონს ბოლო უნდა მოუღოს და ჩვენმა "ელ კაპიტანომ" მეათე ტიტული უნდა აღმართოს "ბერნაბეუს" კვარცხლბეკზე.
პელეგრინი აცხადებს, რომ ის ჯერ არ ჩამოყალიბებულა იმაზე, თუ როგორი იქნება საბოლოოდ გუნდის სასტარტო შემადგენლობა.ჩილელ დამრიგებელს კარგად აქვს გააზრებული მომავალი შეხვედრის პასუხისმგებლობა.რაც არ უნდა, სუსტი მეტოქე იყოს "ციურიხი," ეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრაა და სავარაუდოდ მანუელი მხოლოდ საუკეთესოებს დაეყრდნობა სასტარტოში.
მადრიდელებს დაცვით ხაზში დიდი ცვლილება მოსალოდნელი არ არის.დაცვაში მარჯვენა გარემარბი კვლავ არბელოა იქნება, ხოლო მარცხნივ მარსელო.კვლავ უძლურია სერხიო რამოსი, რომელიც ჯერ ოპტიმალურ ფორმაში ვერ შევიდა, რათა მოედანზე გამოვიდეს.დაცვის ცენტრში სავარაუდოდ პეპესა და ალბიოლის ტანდემი იქნება.აღსანიშნავია, რომ სამეფო გუნდს უბრინდება პეპე (მან ლა ლიგაზე დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა ორი ოფიციალური შეხვედრა.ის წლევანდელ სეზონში მხოლოდ სანაკრებო შეხვედრებს დასჯერდა და ბოლო შეხვედრაში გუნდს გამარჯვების გოლიც მოუტანა.აღსანიშნავია, რომ ეროვნებით პორტუგალიელ-ბრაზილიელი კარლუს კეირუშმა საყრდენ ნახევარცმველად გამოიყენა პორტუგალიის ბოლო მატჩში).რაც შეეხება ალბიოლს, მან "ესპანიოლთან" ტრამვა მიიღო, თუმცა როგორც გაზეთები იუწყებიან, ფეხბურთელმა მოახერხა განკურნება და მზად არის სათამაშოდ.იმ შემთხვევაში, თუ რაულ ალბიოლი ვერ ითამაშებს, მოედანზე პეპეს მეწყვილედ მეცელდერს ვიხილავთ.
ნახევარდაცვაშიც, როგორც ყოველთვის, ლასი და ალონსი იქნებიან.არ არის გამორიცხული "ესპანიოლთან" კარგი ჩატარებული შეხვედრის გამო, სასტარტოში გრანეროც
მოხვდეს.რაც შეეხება შეტევას, აქ კაკა რონალდუ და რაული იზრუნებენ ბურთის კარის ბადეში გახვევას.
"რეალის" სავარაუდო შემადგენლობა "ციურიხის" წინააღმდეგ: კასილასი, ალბიოლი, პეპე, არბელოა, მარსელო, ლასი, ალონსო, გრანერო, კაკა, რონალდუ და რაული
- 15 სექტემბერი 2009
- 3 565
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.