30 მილიონი და გაგო დე როსის სანაცვლოდ?
მადრიდის ”რეალის” მესვეურები სერიოზულად არიან დაინტერესებულნი, ”რომას” ნახევარმცველის, დანიელე დე როსის შეძენით...
როგორც სხვადასხვა, ესპანური წყაროები იტყობინებიან, მადრიდული მხარე მზად არის შესთავაზოს ”რომას” 30 მილიონი და ფერნანდო გაგო. როგორც ხედავთ, სამეფო კლუბი იტალიელ ფეხბურთელს ძალიან ძვირად აფასებს.
”თეთრების” დამრიგებელი, ჟოზე მოურინიო აღტაცებულია იტალიელის ასპარეზობით და მას სურს, რომ ხაბი ალონსოს სწორედ დე როსი შეუწყვილდეს. თურმე, ფეხბურთის პორტუგალიელ სპეციალისტს ყოველთვის მოსწონდა დანიელეს თამაში და არცაა გასაკვირი, რომ მას სურს ”რომას” მოთამაშის გადაბირება.
წყარო:goal.com
- 12 აპრილი 2011
- 1 876
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.