უფრო დინამიური, ვიდრე ოდესმე
ჟოზე მოურინიოს და მის გუნდს ამ კვირას ძალიან დიდი გამოცდა ელის.
როგორც იცით, იანვრის ბოლოს სამეფო კლუბს შეუერთდა ემანუელ ადებაიორი, რომელიც ბლანკოსმა იჯარის სახით მანჩესტერ "სიტიდან" გადმოიყვანა. ამჟამად მოურინიოს განკარგულებაში ოთხი ცენტრ-ფორვარდია. ვინ იქნება ძირითადში? ეს კითხვა ალბათ ყველას აწუხებს.
დავიწყოთ თავიდან. გონსალო იგუაინმა ტრავმა მიიღო და იძულებული გახდა დიდი ხნით დამშვიდობებოდა გუნდს. მისი ადგილი კი ფრანგმა ფეხბურთელმა, კარიმ ბენზემამ დაიკავა. მადრიდელთა "9"-ანს საქმე კარგად არ წაუვიდა. იგი ვერ ახერხებდა გოლების გატანას და ძალიან ბევრი თამასი ჩააგდო. სწორედ ამიტომ მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობამ თავდამსხმელის ძებნა დაიწყო და იპოვეს კიდეც. ეს ემანუელ ადებაიორი იყო. თუმცა მისი "რეალში" გადმოსვლისთანავე ბენზემამ გასაოცარი შედეგი აჩვენა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. მაგრამ ფრანგმა ფორვარდმა ტრავმა მიიღო და საქმეში ადებაიორი ჩაერთო. პორტუგალიელი მწვრთნელის მხარდაჭერის მიუხედავად, ეს უკანასკნელი ვერ მოერგო სამეფო კლუბს. თუმცა "ტოტენჰემის" კარსი მან ორი გოლი გაიტანა, რამაც მადრიდელ გულშემატკივარს ახალი იმედები ჩაუსახა.
აღსანისნავია ისიც, რომ ტრავმირებული იყო კრიშტიანო რონალდო და რიკარდო კაკა. ეს ორი ვარსკვლავი გუნდს შეუერთდა და წინა ტურში მათ გვაჩვენეს, თავიანთი შესაძლებლობები და შესაძლოა მოურინიოს ტაქტიკა სრულად შეიცვალოს.
და მაინც:ვინ იმსახურებს ძირითად შემადგენლობაში ადგილს?
- 11 აპრილი 2011
- 3 833
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.