კაკა თავისი თამაშის სტილს უბრუნდება
ბრაზილიელი ფეხბურთელი ტრავმებმა გააწამეს, თუმცა იგი კვლავ ცდილობს, რომ თავის სათამაშო სტილს დაუბრუნდეს.
ბრაზილიელი ფეხბურთელისთვის, ეს კვირა ნამდვილად ზღაპრული იყო. კაკა განაცხადშიც მოხვდა და ოფიციალურ შემადგენლობასაც დაუბრუნდა. წინა სამშაბათს, მან 12 წუთში მოახერხა და "ბერნაბეუზე" კრიშტიანო რონალდოს საგოლე გადაცემა გაუკეთა, ახლა კი "სან მემასზე" დუბლის შესრულებაც შეძლო.
"იგი ზღაპრული იყო. წინ ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გველის და ბრაზილიელი ძალიან დიდ დახმარებას გაგვიწევს." - თქვა კარანკამ, კაკას თამაშის შესახებ, "სან მემასზე" ჩატარებული მატჩის შემდეგ.
კაკას ზღაპრული კვირა დაიწყო "ტოტენჰემთან" მატჩში, სადაც დი მარია შეცვალა და 78 წუთზე, როგორც გითხარით, საგოლე გადაცემა გაუკეთა კრიშიანო რონალდოს. 4 დღის შემდეგ, კაკამ ოფიციალურ შემადგენლობაში თამაში დაიმსახურა და "სან მემასზე" დიდებული მატჩი ჩაატარა.
წყარო: Www.Realmadrid.Com
- 11 აპრილი 2011
- 2 506
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.