მამა, რატომ ვართ ანტიმადრიდისტები?

მამა, რატომ ვართ ანტიმადრიდისტები?


თუ ახალ ამბებში გამოაცხადებენ, რომ დედამიწას არაბუნებრივი სიჩქარით მოძრავი მეტეორი უახლოვდება. როდესაც არმაგედონი გარდაუვალია და ბრიუს ვილისიც პენსიაზეა გასული და შესაბამისად ვერაფრით შეძლებს დახმარებას. დედამიწას ქაოსი მოიცავს და ხალხი პანიკას მიეცემა. ამ დროს კატალონიელები სუპერ ორგაზმს განიცდიან რადგან მათი თქმით დედამიწაზე სამართალი არსებობს იმიტომ, რომ მადრიდის "რეალი" განადგურდება.

დღეს როდესაც მადრიდის "რეალი" კატალონიაში 5-0 დამარცხდა, შედგა მათი გენერალური სუპერ ორგაზმის რეპეტიცია "ნოუ კამპზე". მატჩის შემდგომ ხერარდ პიკემ და კარლეს პუიოლმა აღმოაჩინეს, რომ "ბარსელონას" მიერ კასილასის კარში გატანილი ბურთების რაოდენობა მათი ხელზე არსებული თითების ტოლი იყო. მეორე დღეს ეს ამბავი საქვეყნოდ გაავრცელეს "ელ მუნდო დეპორტივოს" და სხვა სპორტული პრესის მეშვეობით. როდესაც ირინა შეიკი ტრიბუნაზე იჯდა და დიდი ემოციებით გულშემატკივრობდა თავის ფავორიტს, თვალს ადევნებდა ლურჯ-ბროწეულისფერ მაისურებში გამოწყობილ მოთამაშეებს, რომლებიც მარდად ცდილობდნენ მადრიდელთა დაცვის გარღვევას. მეორე დღით მოვლენები სულ სხვა მიმართულებით განვითარდა. ჟურნალი. რომელიც ორგაზმთან ასოცირდებოდა და 5 თითი ეხატა: შეეჩვიეთ ქალბატონო ირენ თქვენ კატალონიაში ხართ!!!

ჩნდება კითხვა რატომ მისცა მადრიდის "რეალმა" მათ იმ ანგარიშით დამარცხების საშუალება, რომ პიკეს ერთი ხელითაც მარტივად შეეძლო დაეთვალა, რატომ მისცა ნება კატალონიელებს სექსუალური დაკმაყოფილებისა? ამ წაგების შესახებ პასუხი თვით ჟოზე მოურინიომაც კი არ იცის. რატომ დამარცხდა მადრიდის "რეალი" ასე სამარცხვინოდ?. გარდა "ბარსას" გულშემატკივრებისა და ანტიმადრიდისტებისა ვინ იყო კმაყოფილი? კმაყოფილების გრძნობა სტადიონზე მხოლოდ ორს გააჩნიდა, კრიშტიანუ რონალდუს და სერხიო რამოსს რომლის საქციელიც ამ მატჩში ყველას მოგეხსენებათ, თუ რატომ კმაყოფილების გრძნობა თუ უკმაყოფილების გრძნობა თქვენ თვითონ გაეცით ამ კითხვას პასუხი. ალბათ როდესაც ჟოზე მოურინიო მოედანს ტოვებდა მისი გული მთავარს ამბობდა "პატივმოყვარეობა ჩემი ყველაზე ძლიერი ცოდვაა".

მოურინიოსთვის ეს მწარე გაკვეთილი იყო. იგი ამბობს, რომ მას დრო სჭირდება. იგი იმასაც ამბობს, რომ "ზოგ ზოგიერთები" მუშაობაში ხელს უშლიან. მაშინ რატომ ასეთი ცუდი შედეგი? რამ გამოიწვია?.მადრიდის "რეალი" ყოველთვის არაპროგნოზირებადია? გუნდში საუკეთესო ფორვარდები მცველები და ვარსკვლავები თამაშობენ რომელთა თავის კლუბში ხილვას ბევრი ვარსკვლავი ნატრულობს. რა არის გასამართლებელი მიზეზი. იქნებ ის, რომ მოურინიოს თქმით მას დრო სჭირდება. იქნებ ის, რომ ფეხბურთელები ჯერ შეუთამაშებელნი იყვნენ? იქნებ ის, რომ ჯერ კიდევ კლუბი ახალი შეკრულია? შეიძლება ადამიანმა ამაში რაიმე სიმართლე ეძებოს, მაგრამ წაგება და მარცხი მისაღებელი იქნებოდა 2-0ზე ან 3-0ზე, მაგრამ როდესაც 5-0 მარცხდები ეს უკვა გადაჭარბებულია.

მადრიდის "რეალისაგან" განსხვავებით ბარსელონა ყოველთვის პროგნოზირებადი კლუბია. პასების საუკეთესო განაწილება, საუკეთესო შეტევა, საუკეთესო ჩაშლა ცენტრის და თამაშის სწრაფ ტემპში მათ სასიკეთოდ აყვანა. ეს ყველაფერი მეტოქის საუკეთესო დამთრგუნველია. მათი შეტევები და გოლები რომლებსაც ზოგჯერ რამდენიმე წამიც კი არ ჭირდება მათ გულშემატკივარს ყოველთვის ახარებს. ახარებს მათსავე სასიკეთოდ. მეტოქეზე შურის ძიება, მისი საოცრად დამცირება რა თქმა უნდა აქ ლაპარაკი თამაშზეა და არა ფიზიკურ დამცირებაზე. ზოგჯერ ეს დიდი სიხარული იმდენად ძლიერია მათთვის, რომ ზოგი ორგაზმსაც კი განიცდის ხოლმე. თეორიის მიხედვით მივდივართ ზიგმუნდ ფროიდის დასკვნამდე თუ რითაც იხსნება კატალონიელთა ცუდი დამოკიდებულება მადრიდელების მიმართ, მაგრამ მისი პრობლემები ძალიან შორსაა ესპანეთის ფეხბურთის პრობლემებთან.

"ბარსელონამ" იცის როგორ უნდა ითამაშოს. მათ შეუძლიათ არ ნახული ფეხბურთის ჩვენება. მადრიდის რეალი? მათ უამრავი შეცდომის დაშვება შეუძლიათ, კვლავ აღდგნენ, როგორც ფენიქსი აღსდგა და შემდეგ იცინოს თავის ძველ შეცდომებზე. მადრიდის "რეალს" წარმოუდგენელი გამარჯვების მოპოვება შეუძლია მნიშვნელობა არ აქვს როგორი სიძლიერისაც არ უნდა იყოს კლუბი, მაგრამ შეუძლია თავისი სამარცხვინო მარცხით გულშემატკივარს თავზარი დასცეს. მთავარია არ დაივიწყონ ერთი რამ, რომ მათ ყველაზე კარგად იციან თუ როგორ უნდა ითამაშონ ფეხბურთი.

"რეალი" დიდი ისტორიის მქონე კლუბია. მადრიდელებს შეუძლებელის გაკეთება შეუძლიათ. ნამდვილმა მადრიდისტებმა ყოველთვის იციან ნამდვილი წესი: გიყვარდეს შენი კლუბი და დაუჭირე მას მხარი ბოლომდე. წარმატებები და ტიტულები აუცილებლად მოვა, ჩვენ კი ამას სულმოუთქმელად დაველოდებით. ჩვენ მადრიდისტები ვართ!!!

ინფორმაციის წყარო: Real-Madrid.ru

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)