პედრო:"ჩვენ ყველაფერს შევძლებთ"

კატალონიის "ბარსელონის" ფორვარდმა პედრო როდრიგესმა "რეალთან" გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა. იგი ასევე ჩემპიონთა ლიგასაც შეეხო, რაზეც გამოთქვა თავისი მოსაზრება.

"გუშინ მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ლიონელ მესიმ კვლავ დაამტკიცა, რომ მსოფლიოში საუკეთესოა, ხოლო "ალმერიამ" შესანიშნავად ითამაშა. "ლურჯებმა" ბოლომდე იბრძოლეს და რაც შეეძლოთ ყველაფერი გააკეთეს, ეს კი ნამდვილად დასაფასებელია. სეზონი გადამწყვეტ ფაზაში შედის, კერძოდ აპრილის თვე, რომელიც საფეხბურთო სამყაროს ნამდვილი ზეიმია".

"წინ ჩემპიონთა ლიგა გველის. ალბათ ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ 1/2 ფინალში გავალთ. მეტოქე კი კვლავ მადრიდის "რეალია", ეს გულშემატკივრებს ძალიან ახარებთ, მაგრამ ჩვენ ნაკლებად, ვინაიდან მადრიდელთა დამარცხება ორი მატჩის ჯამში გაგვიჭირდება. მოტივირებულნი ვართ, თუმცა მოტივაცია არც ჟოზე მოურინიოს ბიჭებს აკლიათ. ორივე გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა და მათი დაპირისპირება ყოველთვის საინტერესოა".

"ყველაფერს შევძლებთ, მთავარია მონდომება და თავდადება, ხოლო სხვა დანარჩენი თავისით გამოვა. "მერენგების" დამარცხება "სანტიაგო ბერნაბეუზე" ერთი შეხედვით წარმოუდგენელია, მაგრამ კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ შეუძლებელი "ბარსელონასთვის" არაფერია. შეგვიძლია ნებისმიერი გუნდის დამარცხება და მათ შორის გამონაკლისი არც "სამეფო" კლუბია".

"მესი და რონალდუ ცალკე განზომილებაა. მათ დახასიათება და ბევრი წარსდგენა არ სჭირდებათ, ვინაიდან ნებისმიერმა ადამიანმა იცის, თუ ვინ არიან და რას წარმოადგენენ ისინი, თუმცა პორტუგალიელის და არგენტინელის გარდა არიან ისეთი ფეხბურთელებიც, რომლების დავიწყებაც არ შეიძლება".

ინფორმაციის წყარო: Sport.es

  • tata
  • 10 აპრილი 2011
  • 2 536
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)