ხვალინდელ მატჩში ნისტელროის გამოჩენას ელიან
მადრიდის რეალი უკვე ციურიხშია და ხვალ გასამართი მატჩისთვის ემზადება...
როგორც მოგეხსენებათ ჰოლანდიელი ფორვარდი რუუდ ვან ნისტელროი აღარ არის ტრავმირებული და მას შეუძლია მოედანზე გასვლა. ესპანიოლთან მატჩში ფრანგი კარიმ ბენზემა ძალიან ინერტულად გამოიყურებოდა, ასევე ინერტული იყო გონსალო იგუაინი, იგი მხოლოდ დარბოდა მაგრამ რეალურად ვერაფერს ქმნიდა, სწორედ ამიტომ შესაძლოა, რომ თავდასხმის ხაზში რაულის და ვან გოლის დუეტი ვიხილოთ.
ასევე არის კიდევ ერთი ვარიანტი, მანუელ პელეგრინმა შესაძლოა მატჩი ერთი ფორვარდით და 5 ნახევარმცველით დაიწყოს, რადგან ესტებან გრანერო შესანიშნავ ფორმაშია და იმსახურებს ძირითადში თამაშს, თუ გუნდი 2 ფორვარდით ითამაშებს მაშინ ნახევარდაცვის ხაზს ხაბი ალონსო, ლასანა დიარა, კრიშტიანო რონალდო და კაკა დაიკავებენ, ხოლო თუ მანუელი გადაწყვეტს ერთი ფორვარდით თამაშს, მაშინ ძირითადში მოხვედრის მთავარი კანდიდატი სწორედ ესპანელი ახალგაზრდა ფეხბურთელი იქნება.
- 15 სექტემბერი 2009
- 1 573
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.