პელეგრინი ტოშაკის რეკორდს აუმჯობესებს

ასეთი ტემპით "რეალი" 107 გოლს გადააჭარბებს.

"ბარსელონამ" გასულ სეზონში ბევრი რეკორდი დაამყარა, მაგრამ ისეთი რეკორდის დამყარება, რომელიც "რეალმა" დაამყარა ტოშაკის მეთაურობით 1989/90 წლების სეზონში, კატალონიელებმა ვერ მოახერხეს. მაშინ მადრიდელებმა 107 გოლის გატანა მოახერხეს. წელს კი ეს რეკორდი ალბათ გაუმჯობესდება, რადგან "სამეფო კლუბი" ძალიან ბევრ გოლს იტანს.

პელეგრინის ხელმძღვანელობით მადრიდელებმა ლა ლიგაში ორი ტური გამართეს და ორივე მატჩი მოიგეს. მათ გატანილი აქვთ ექვსი გოლი. აქედან სამი გაიტანეს "დეპორტივოსთან" "სანტიაგო ბერნაბეუზე", ხოლო დანარჩენი სამი "ესპანიოლთან". გამოთვლებით "რეალი" 114 გოლს გაიტანს 38 მატჩში.

"რეალი" 110 გოლს გაიტანს

მოსამზადებელ ეტაპზე მადრიდელებმა გამართეს ცხრა შეხვედრა, სადაც მათ გაიტანეს 26 გოლი. აქედან ხუთ–ხუთი გოლი გაუტანეს "დორტმუნდს" და "ტორონტოს". ოთხ–ოთხი გოლით "დაასაჩუქრეს" "ლ.დ.უ" და "როსენბორგი".

ჩემპიონატის მატჩების ჩათვლით მადრიდელებმა ითამაშეს 11 მატჩი და გაიტანეს 32 გოლი. ასე, რომ "რეალი" დაახლოებით გაიტანს 110 გოლს და ტოშაკის რეკორდსაც გააუმჯობესებს.


ინფორმაციის წყარო: Defensacentral. com

  • faqo
  • 14 სექტემბერი 2009
  • 1 900
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)