კასილასი: ""სან მამესზე" გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ"
დღეს გაიმართება "ლა ლიგის" კიდევ ერთი შეხვედრა "მადრიდის რეალისთვის". მადრიდის "რეალი" სტუმრად ბილბაოს "ატლეტიკს" დაუპირისპირდება. მადრიდის "რეალის" კაპიტანმა იკერ კასილასმა წინასამატჩოდ განცხადება გააკეთა.
-""სან მამესი" საკმაოდ ძლიერი არენაა. "ბილბაო" სახლში ძლიერი გუნდია რომლის დამარცხება საკმაოდ რთული იქნება. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით კიდევ 3 მნიშვნელოვანი ქულის აღებას რადგან კიდევ უფრო არ გაიზარდოს ქულათა სხვაობა "ბარსელონას" და "რეალს" შორის. ისინი შემტევ ფეხბურთს თამაშობენ რაც საბოლოოდ მატჩს ძალიან დაძაბულს გახდის."
-"საკმაოდ სახიფათოა ფერნანდო ლორენტე. მას შესწევს იმის ძალა, რომ მადრიდის "რეალის" კარის წინ ბევრი სახიფათო მომენტი შექმნას. სწორად უნდა იქნეს მოქმედება გამოყენებული მის წინააღმდეგ. მეკარის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მას შეუძლია ხელების გამოყენება, მაგრამ გუნდს არც ეს აძლევს მოდუნების საშუალებას ისეთი თავდამსხმელების წინააღმდეგ როგორიც ფერნანდო ლორენტეა."
-"როგორც კი იწყება ახალი სეზონი ყველა ფეხბურთელი სხვადასხვა რამისთვის იბრძვის. მე ძალიან დიდი ხანია რაც ამ კლუბის ღირსებას ვიცავ და მსურს, რომ მასთან ერთად ბევრ წარმატებას მივაღწიო."
ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
- 9 აპრილი 2011
- 1 389
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.