”ატლეტიკი” - ”რეალი”. პრევიუ
მადრიდის ”რეალი” მოიუხედავად ძალიან მცირე შანსისა, მაინც განაგრძობს ბრძოლას ჩემპიონობისთვის. სამეფო კლუბის ფეხბურთელები მორიგ გამარჯვებას გეგმავენ...
აპრილი - ძალიან რთული თვეა ”მერენგებისთვის”, ვინაიდან ”თეთრებს” ყოველ სამ დღეში უწევთ მატჩების გამართვა. გუნდი იბრძვის სამ ფრონტზე და ლოგიკურია ფეხბურთელთა გადაღლილობა. პრიმერას მორიგ ტურში, მადრიდის ”რეალი” ”სან მამესზე” გამართავს ურთულეს დაპირისპირებას ”ბილბაოსთან”.
ჟოზე მოურინიოს თქმით, მადრიდელები ბოლომდე იბრძოლებენ თამაშის მოსაგებად და ამ შეხვედრის შემდეგ, ისინი ”ელ კლასიკოზე” გამარჯვებასაც გეგმავენ. როგორც ჩანს, მადრიდისტები ბოლომდე იბრძვიან, რათა სამივე ტიტული მოიპოვონ.
კრიშტიანო რონალდომ, კაკამ და მარსელომ რამოდენიმე თამაში გამოტოვეს. ახლა კი ისინი მზად არიან დაეხმარნონ თავიანთ გუნდს. შესაძლოა, ჟოზე მოურინიომ დასვენების მიზნით, მოედანზე არ გამოიყვანოს აღნიშნული ფეხბურთელები, მაგრამ მთავარია, რომ ისინი მზად არიან საასპარეზოდ.
აღსანიშნავია, რომ ამ მატჩს ”ატლეტიკო” დიდი სერიოზულობით ეკიდება, ვინაიდან ბასკური კლუბი ამ ეტაპზე მეხუთე პოზიციას იკავებს და სურს ევროპულ ტურნირებზე ასპარეზობა, ასე, რომ ”რეალს” სერიოზული ბრძოლა ელის წინ.
”ბილბაოს” მთავარმა მწვრთნელმა, ხუაკინ კაპაროსმა, 19 ფეხბურთელი გამოიძახა მომავალი შეხვედრისთვის. ტრავმის გამო გუნდს ვერ დაეხმარებიან: ამორაბიეტა და იგორ მარტინესი.
ეს გუნდები ერთამენთს სულ 159-ჯერ შეხვდნენ. აქედან 78-ჯერ ”თეთრებმა” იმარჯვეს, 31 ფრე ითამაშეს და 50-ჯერ წააგეს. ”რეალმა” ”ბილბაოს” 310 გოლი გაუტანა და მიიღო 228.
წყარო:realmadrid.com
- 9 აპრილი 2011
- 1 533
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.