ბენზემამ გუნდთან ერთად აქტიურად ივარჯიშა
მადრიდის "რეალის" მოთამაშემ - კარიმ ბენზემამ რამდენიმე ხნის წინ, ეროვნული ნაკრების თამაშის დროს ტრამვა მიიღო, რის შედეგადაც მას რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩის გამოტოვება მოუხდა. დღეს მადრიდის "რეალის" ფორვარდმა სრული დატვირთვით გუნდთან ერთად ივარჯიშა.
როგორც ავღნიშნეთ კარიმ ბენზემაც დაუბრუნდა კლუბს. ვარჯიში ტრამვის გამო მხოლოდ პედრო ლეონმა გამოტოვა.
ბენზემა და მისი თანაგუნდელები მთელი დატვირთვით ასრულებდნენ ფიზიკურ ვარჯიშებს. ფრანგს სრული დატვირთვით ვარჯიშის შემდეგ არანაირი ტკივილები არ უგრძვნია და არც ვარჯიშის დროს შექმნია რაიმე პრობლემა რაც მისთვის ხელის შემშლელი გამოდგებოდა. თავიდან იგი რუი ფარიასთან ერთად ვარჯიშობდა ხოლო შემდეგ აქტიურად ჩაება გუნდთან ერთად ვარჯიშში.
გთავაზობთ ვარჯიშის ამსახველ რამდენიმე სურათს:
ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
- 8 აპრილი 2011
- 1 883
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.