მანჩინი მზადაა ადებაიორს შეელიოს
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა - რობერტო მანჩინიმ ადებაიორის შესახებ მცირე განცხადება გააკეთა. როგორც მოგეხსენებათ ადებაიორი ამჟამად მადრიდის "რეალში" მხოლოდ იჯარის წესითაა განათხოვრებული და ის ჯერ კიდევ "მანჩესტერ სითის" საკუთრებაა.
თუ "რეალი" არ გადაწყვეტს ადებაიორის ყიდვას, ემანუელს მხოლოდ სეზონის ბოლომდე მოუწევს დარჩენა.
-"გახარებული ვარ ადებაიორის ამ ორი ბრწყინვალე თაურით. ვფიქრობ, ეს გოლები მას სრულ კონცენტრაციაში დაეხმარება. ადებაიორი მაღალი კლასის ფორვარდია. თუ მადრიდის "რეალი" მის ყიდვას გადაწყვეტს, მზად ვარ მის წასვლას შევეგუო." განაცხადა იტალიელმა მწვრთნელმა.
ინფორმაციის წყარო: Marca.com
- 8 აპრილი 2011
- 1 907
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.