მადრიდის რეალის - ხერხემალი
მადრიდის "რეალის" ხერხემალი...
სრული სახელი: ჩაბიერ ალონსო
დაბადების თარიღი: 1981 წლის 25 ნოემბერი
დაბადების ადგილი: ტოლოსა
წარმოშობა: ესპანელი
სიმაღლე: 183 სმ
წონა: 75 კგ
პოზიცია: ნახევარმცველი
ნომერი: 14
ნაკრები: ესპანეთი
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული.
მონაცემები
ერთგულება: 6.0
კრეატიულობა: 7.5
დისციპლინა: 6.5
დრიბლინგი/ბურთის კონტროლი: 6.5
გამძლეობა: 7.0
პასი: 7.5
დარტყმა: 7.0
სისწრაფე: 6.5
ავტორიტეტი: 7.5
მოედნის ხედვა: 7.5
ყველა იმ კლუბში, სადაც ჩაბი ალონსოს უთამაშია, იგი გუნდის ხერხემალი, ნახევარდაცვის ლიდერი და ძალზედ ავტორიტეტული პიროვნება იყო. ეს ესპანელი ფეხბურთელი, პირველად რაფა ბენიტესმა აღმოაჩინა. კარიერის საწყის ეტაპზე, ალონსო "რეალ სოსიედადის" ღირსებას იცავდა, ყრმობის ასაკის დასასრულს კი ბენიტესის თაოსნობით ინგლისურ "ლივერპულში" ჩაირიცხა. ამჟამად, ეს ბასკი ფეხბურთელი მადრიდის "რეალის" ღირსებას იცავს და ამ ყველაფერს იგი საკმაოდ წარმატებით აკეთებს.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჩაბი ალონსო საფეხბურთო ოჯახის წარმომადგენელია. მამამისი, პერიკო ალონსო ჯერ "რეალ სოსიედადში", ხოლო შემდეგ კატალონიის "ბარსელონაში" თამაშობდა. ალონსო პატარა ბასკურ ქალაქ ტოლოსაში დაიბადა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ცხოვრების საწყის ეტაპზე ქალაქ ბარსელონაში მოუწია ცხოვრება, თუმცა მისი, როგორც ფეხბურთელის კარიერა "რეალ სოსიედადში" დაიწყო. მას პირველ გუნდში დებიუტი, 18 წლის ასაკში, 1999 წელს, კოპა დელ რეის გათამაშებაზე, "რეალ სოსიედადი" - "ლოგრონეს" შორის გამართულ შეხვედრაში ჰქონდა...
ჩაბი ყრმობის ასაკში ძალზედ პროგრესირებადი ფეხბურთელი გახლდათ, იგი სულ რაღაც 19 წლის ასაკში გახდა "რეალ სოსიედადის" კაპიტანი და მოკლე ხანში გუნდის უდავო ლიდერად ჩამოყალიბდა. ამ ნიჭიერმა მოთამაშემ, ბასკურ კლუბში კიდევ 4 წლის მანძილზე ითამაშა... 2004 წელს კი რაფაელ ბენიტესის თაოსნობით "ლივერპულის" რიგებში ჩაირიცხა.
ალონსო ბრწყინვალედ მოერგო მერსესაიდულ კლუბს და სტივენ ჟერარდთან ერთად, გუნდის უდავო ლიდერად ჩამოყალიბდა. ჩაბიმ "ლივერპულთან" ერთად 2005 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ფინალურ შეხვედრაში ერთი გოლის გატანაც მოახერხა.
ესპანელმა ფეხბურთელმა "ლივერპულთან" ერთად ბრწყინვალე 5 წელი გაატარა... 2009 წლის ზაფხულში კი მადრიდის "რეალის" მაისური მოირგო და დღემდე მის ღირსებას იცავს. როგორც უწინდელ კლუბებში, ალონსო სამეფო კლუბშიც გუნდის უმნიშვნელოვანეს ფიგურად იქცა... იგი მადრიდული კლუბის - ხერხემალია...
პირადი ცხოვრება: ჩაბი ალონსო დაოჯახებულია. მისი მეუღლე გახლავთ ნაგორე არანბურუ. წყვილს პირველი ბავშვი (ბიჭი) 2008 წელს, ლივერპულში შეეძინა (ხონჩუ ალონსო). მეორე ბავშვი (გოგონა) კი მადრიდში, 2010 წელს (ანე ალონსო).
იცით თუ არა, რომ...
ჩაბი ალონსო და მიკელ არტეტა (ესპანელი ფეხბურთელი, ამჟამად "ევერტონში" თამაშობს) ბავშვობის მეგობრები არიან. ისინი ყრმობის ასაკში ერთად თამაშობდნენ "რეალ სოსიედადში". მათ მთელი ბავშვობა ერთად გაატარეს... გარდა იმისა, რომ მიკელი და ჩაბი ერთ კლუბში გაიზარდნენ, ისინი მეზობლები და საუკეთესო მეგობრები იყვნენ. წლების მანძილზე, ალონსო და არტეტა პრემიერ ლიგაში მოწინააღმდეგე გუნდებში (ლვიერპულსა და ევერტონში) თამაშობდნენ.
ძლიერი მხარე: ჩაბი ალონსოს აქვს ბრწყინვალე დარტყმა. გარდა ამისა მას მოედნის ნებისმიერი წერტილიდან შეუძლია უზუსტესი გადაცემის გაკეთება.
სისუსტე: სისწრაფე... გააქვს ძალიან ცოტა გოლი.
თამაშის სტილი: ჩაბი ალონსოსთვის დამახასიათებელი თვისებები - მშვიდი, კრეატიული და რაც მთავარია ზუსტი...
ციტატა: ფლორენტინო პერესი:"ჩაბი მსოფლიოს საუკეთესო მეპასეა".
Don Balon-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაბი ალონსოსთან
ოჯახური მდგომარეობა
- დაოჯახებული. მყავს მეუღლე და ორი შვილი.
სად სწავლობდით?
- სამი წლის განმავლობაში ბიზნესს ვეუფლებოდი, თუმცა სწავლა არ დამისრულებია.
ფეხბურთელებს ბევრი ფული აქვთ?
- ეს ყველაფერი მათ ქმედითუნარიანობაზეა დამოკიდებული.
პროვინციულმა ნაკრებებმა ოფიციალური მატჩები უნდა გამართონ?
- ვფიქრობ, ეს მხოლოდ სპორტს არ ეხება.
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ რას გააკეთებთ?
- როდესაც ფეხბურთიდან წავალ, უმეტეს დროს დასვენებას დავუთმობ, რადგან ამჟამად ძალიან დაკავებული ვარ.
თქვენი საყვარელი მომღერალი, მუსიკალური ან ჯგუფი...
- მომღერალი ანდრეს კალამარო.
თქვენი საყვარელი სიმღერა...
- Red Hot Chili Peppers–ის "Other Side".
საყვარელი მსახიობი...
- რობერტ დენირო და ჟულიან მური.
საყვარელი ფილმი...
- "The Great Escape" და "The Shawshank Redemption".
საუკეთესო წინგი, რომელიც წაგიკითხავთ...
- "The Great Gatsby".
საყვარელი პოემა...
- არ მაქვს.
ნახატი, რომელმაც ყველაზე მეტად მოგხიბლათ...
- "Gernika".
ვინ არის თქვენი საუკეთესო მეგობარი ფეხბურთში?
- კრისტიან ალბერდი, რომელიც "ალკორკონში" თამაშობს.
თქვენი საყვარელი ტელე-შოუ...
- "Cuarto Milenio".
საყვარელი საჭმელი...
- ტურბოტი.
საყვარელი ქალაქი...
- ლონდონი.
როგორია თქვენი საუცხოო საღამო?
- ძალიან მიყვარს ვახშმობა მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად. მათთან საუბარი ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
სად ისურვებდით გამგზავრებას?
- ალიასკაზე, ან ახალ ზელანდიაში.
თქვენი ამჟამინდელი ავტომობილი არის...?
- Audi 7.
საოცნებო ავტომობილი...
- ჯეიმს ბონდის ასტონ მარტინი...
გოგონებთან ურთიერთობა ფეხბურთელებისთვის უფრო მარტივია?
- ვერ ვხვდები ასე რატომ უნდა იყოს.
ვინ მიგაჩნიათ ყველაზე მიმზიდველ ქალბატონად?
- სკარლეტ იოჰანსონი.
სექსისთვის სიყვარული მნიშვნელოვანია?
- დიახ.
ფეხბურთელებს სექსის შემდეგ უკეთ გამოსდით თამაში?
- არ ვიცი, ჩვენ ერთმანეთისგან განვსხვავდებით.
შეგიძლიათ ღალატის პატიება?
- არა.
ჰომოსექსუალთა ქორწინებაზე რა აზრის ხართ?
- ყველა ადამიანს თავისი სექსუალური ორიენტაცია გააჩნია, მათთან მიმართებაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ.
რას აკეთებთ თავისუფალ დროს?
- ინტერნეტითა და ტელევიზიით ვსარგებლობ.
რას ფიქრობთ "სასიკვდილო პენალტზე"?
- მე მისი წინააღმდეგი ვარ.
რა მხრივ განვითარდით ბოლო 5 წელიწადში?
- ტაქტიკურად და მენტალურად.
თქვენი მშობლებისგან რა ისწავლეთ?
- ადამიანობა, ძლიერება და შრომა.
თქვენი უახლესი შენაძენი...
- საათი.
რას აკეთებენ ფეხბურთელები შუადღეს?
- პირადად მე შვილებთან ერთად ვატარებ დროს.
ბოლოს როდის დათვერით?
- მსოფლიო ჩემპიონატის ბოლოს გამართულ ღონისძიებაზე.
თქვენი უკანასკნელი სიგიჟე...
- ვერ ვიხსენებ.
დაასრულეთ შემდეგი წინადადება: ვგიჟდები, როდესაც...
- საქმე უპატივცემულობასთან მაქვს.
თქვენი მაცივრის უცვლელი პროდუქტი არის...
- ნავარის ახალი ბოსტნეული... (იგივეა, რაც საქართველოში ლაგოდეხის პამიდორი, ახალციხის კარტოფილი და ა.შ )
თქვენი გმირი...
- ყოველთვის მომწონდა კომანი.
საინტერესო ფაქტი თქვენი გუნდის ისტორიიდან...
- La Séptima.
ესპანეთის ეროვნული ნაკრების გარდა, რომელ საფეხბურთო ნაკრებს ქომაგობთ?
- ინგლისს.
საყვარელი ისტორიული პიროვნება...
– ნელსონ მანდელა და უისტონ ჩერჩილი.
პრეზიდენტი, რომ იყოთ მანკლოაში რას გააკეთებდით?
- ძალიან ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი, მაგრამ ვფიქრობ ამისთვის მზად არ ვარ.
ხუთი ბონუს შეკითხვა
ოცნება: "ლა ლიგის" მოგება, რომელიც არასდროს მომიგია.
გენატრებათ: ბებია და პაპა.
იღბლიანი რიცხვი: 14
უკაცრიელ კუნძულზე წაიღებდით... რადიოს.
ფეხბურთელი, რომ არ იყოთ, იქნებოდით... ყრმობის ასაკში ინჟინრობას ვაპირებდი.
By Kevlish...
ინფორმაციის წყარო: Don Balon, Wikipedia, Goal.Com, Soccernet...
- 8 აპრილი 2011
- 3 245
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.