"შოკოლადი კარამელით" ანუ ადებაიორი "თეთრებში"

"შოკოლადი კარამელით" ანუ ადებაიორი "თეთრებში"


"შავი" შედევრი ბერნაბეუზე ... ესპანელი "მაქსიმალისტების" მქუხარე ტაში ...

"ტოტენჰემთან" ჩატარებული ბრწყინვალე შეხვედრის შემდეგ, სტადიონზე შეკრებილმა პუბლიკამ ემანუელი ტაშით გააცილა. ემანუელი, რომელიც თამაშამდე კრიტიკის ობიექტი იყო, ხოლო გატანილი ორი ბურთის შემდეგ ესპანელი გულსემატკივრის საყვარელი ფეხბურთელი გახდა.

მინდა შემოგთავაზოთ პატარა ბიოგრაფიული ინფორმაცია ფეხბურთელზე, რომელიც "ტოტენჰემის" "აქილევსის ქუსლად" ჩამოყალიბდა. შაი ემანუელ ადებაიორი დაიბადა 1984 ჭლის 26 თებერვალს ტოგოში. მისი პირველი ნაბიჯები ფეხბურთში დაიწყო ადგილობრივი კლუბის ტოგოს "სპორტინგის" შემადგენლობაში. 1999 წლიდან ის ფრანგული "მეცის" შემადგენლობაში გადადის, სადაც დაუღალავი შრომისა და კარგი თამაშის შედეგად პირველი გუნდის მაისურს ირგებს.

"შოკოლადი კარამელით" ანუ ადებაიორი "თეთრებში"


საფრანგეთის "1_ლ ლიგაში" გატარებული ორი წლის შემდეგ, ის იპყრობს "მონაკოს" მესვეურების ყურადღებას და ამჯერად ისევ საფრანგეთში, ამჯერად "მონაკოს" მაისურით აგრძელებს გოლების გატანას. მან ფრანგულ კლუბთან ერთად მოახერხა ლიგის ფინალში ასპარეზობაც, სადაც "განსაკუთრებულის" "პორტუსთან" დამარცხდა.

"შოკოლადი კარამელით" ანუ ადებაიორი "თეთრებში"


ორნახევარი სეზონის შემდეგ, შაი არსენ ვენგერის მხედველობის არეში ხვდება და იწყებს ინგლისის დაპყრობას "მეთოფეთა" რიგებში. ადაპტაციას სულ რაღაც 21 წუთს ანდომებს და გააქვს პირველი გოლი "არსენალის" შემადგენლობაში. "მეთოფეთა" რიგებში თამაშისას მან კარიერაში მეორედ მოახერხა ლიგის ფინალში თამაში და ახლაც ახლოსაა, რომ ეს შედეგი სამამდე გაზარდოს. ახლა უკვე "მადრიდის რეალის" შემადგენლობაში. 2009 წლიდან ადებაიორი უკვე "მან–სიტის" კუთვნილება ხდება.

"შოკოლადი კარამელით" ანუ ადებაიორი "თეთრებში"


"სიტის" შემადგენლობაში ყოფნისას მან თავის ანგარიშზე 19 ბურთი მიითვალა. მას ასევე ცუდი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა "სიტის" თავკაც მანჩინისთან და ახალი გუნდის ძიებაში იყო. სწორედ ამ დროს ეძებდა მოურინიო თავდამსხმელს, რომელსაც ექნებოდა კლასი, გამოცდილება და მონდომება, ასეთი კი მხოლოდ ემანუელი იყო.

სანაკრებო დონეზე ჩატარებული შეხვედრებიდან მის ანგარიშზე 16 ბურთია 38 თამაშიდან, რაც ტოგოს ნაკრების თავდამსხმელისთვის არც თუ ისე ცუდი შედეგია. სწორედ მისი დამსახურებაა ტოგოს პატარა ქვეყნის ნაკრების 2006 წლის მუნდიალზე ასპარეზობა. 2010 წლიდან ის ანებებს თავს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში თამაშს, ცნობილი შეიარაღებული თავდასხმის გამო ნაკრების ავტობუსზე, რომელსაც სამწუხაროდ მსხვერპლი მოჰყვა.

"შოკოლადი კარამელით" ანუ ადებაიორი "თეთრებში"


პირადი მიღწევები:

PFA - ს წლის გუნდის მოთამაშე: 2008 წელი;
აფრიკის წლის ფეხბურთელი - 2008 წელი;
ტოგოს წლის ფეხბურთელი: 2005, 2006, 2007, 2008 წლები;

შაი ემანუელ ადებაიორი მაღალი, ძლიერი, ნიჭიერი და სწრაფი ფეხბურთელია, რაც "სანტიაგო ბერნაბეუზე" შეკრებილმა პუბლიკამ საკუთარი თვალით იხილა !!!

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (245)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)